როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

იმისთვის, რომ სტრესი და დეპრესია აიცილოთ თავიდან, საკუთარი ქმედებები უნდა აკონტროლოთ და ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ. კერძოდ:

შეამცირეთ ყავისა და სპირტიანი სასმელების დოზა. მათი დიდი რაოდენობით მიღება გუნება-განწყობაზე უარყოფითად აისახება. სადილის შემდეგ მიირთვით ყურძნის ნატურალური წვენი – ის კარგი მატონიზებელი საშუალებაა.

ამინომჟავა ტროპტოფანი განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ფრინველის ხორცი, თევზეული, კვერცხი, ნიგოზი, ნუში, ხაჭო და ბანანი.

ყოველ დილით ივარჯიშეთ, რათა მთელი დღე მხნედ იგრძნოთ თავი.

ასევე, გუნება-განწყობის გამოსასწორებლად, მიირთვით ერთი ნაჭერი ლიმონი (კანიანად). ლიმონის ცედრაში შემავალ ეთერზეთს საოცარი მატონიზებელი უნარი გააჩნია.