თუ შეიძლება, გაიღიმეთ!

თუ შეიძლება, გაიღიმეთ!

შეიძლება, ყველამ არ იცის, რომ, ისინი, ვინც ხშირად იღიმებიან, გამოიყურებიან გაცილებით ახალგაზრდულად, იშვიათად ავადმყოფობენ, თავს მხნედ გრძნობენ და უფრო წარმატებულებიც არიან, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ღიმილი უცხო ხილია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პოზიტიურად განწყობილი ადამიანი პოზიტივს იწვევს გარშემო მყოფებშიც და, შესაბამისად, საჭიროების დროს, მას უფრო ხალისით ეხმარებიან, ვიდრე ვიღაც მოღუშულ და წარბებშეკრულ ტიპს.

როდესაც ვიღიმებით, მიმიკური კუნთების ნერვული დაბოლოებები ნერვულ სისტემას გადასცემს სიგნალს, რომ ყველაფერი კარგად არის და, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, სისტემა იწყებს ენდორფინების – „ბედნიერების ჰორმონების“ გამომუშავებას.

იმისთვის, რომ სრულად გამოიყენონ ეს ეფექტი, იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური კომპიუტერი, რომელიც აფიქსირებს და აანალიზებს პირის მოხაზულობას, თვალების მოძრაობას და მათ გარშემო წარმოქმნილ წვრილ ნაოჭებს, შემდეგ კი პროცენტებში აფასებს ღიმილის ხარისხს.