მარილი ადამიანის ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია კუჭის წვენის – ტუტეებისა და მარილმჟავას წარმოქმნა. ის აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის.
თუ ჰიპერტონია, თირკმლების დაავადებები, შეშუპება გაწუხებთ, მაშინ მარილის მოხმარება მკვეთრად უნდა შეამციროთ.
ხალხური მედიცინაში არსებობს მარილით მკურნალობის რეცეპტები, რომლებიც თქვენც დაგეხმარებათ:
ტრავმის დროს დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ.
მწერის ნაკბენზე, მწიკვი მარილი დაიყარეთ. ეს ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.
გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა. ამ დროს, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი უნდა გახსნათ ერთ ჩაის ჭიქა წყალში. ეს პროცედურა ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.