მსოფლიოში ყველა ხალხს უყვარს ახალი წელი და დადგენილია, რომ წინაასაახალწლოდ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს მოსახლეობა. ყველაზე აღიარებულია ხუთი საშობაო ბაზარი ევროპაში:
1. ნიურნბერგი (გერმანია). ამ ქვეყანას საშობაო ბაზრობების სამშობლოსაც ეძახიან. ბაზრობები ნოემბრის ბოლოდან იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. ქუჩებზე, მოედნებზე, გაცხარებული ვაჭრობაა გაჩაღებული. საშობაო ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გულის ფორმის ტკბილეული და შავი ქლიავის ფიგურებია.
2. კოპენჰაგენი (დანია). საშობაო ბაზრობა აქ ქალაქის ყველაზე დიდ პარკში – ტივოლში იმართება. უზარმაზარი ბაზრობა საგანგებოდ ირთვება და ძალიან ლამაზია. ბავშვებისთვის იდგმება ატრაქციონები. ადგილობრივი თოვლის პაპა – იულემანდენა პატარებს ტკბილეულს ურიგებს.
3. ვენა (ავსტრია) აქ საშობაო ბაზრობა ვენური ვალსების თანხლებით ტარდება. საახალწლო ღონისძიებებში ჭარბობს კლასიკური მუსიკის კონცერტები. იყიდება სუვენირები და ტკბილეული. ვენური ვაფლი – საგანგებოდ დაფარული შაქრითა და შოკოლადით.
4. სტრასბურგი (საფრანგეთი). საახალწლოდ ბაზრობების მოწყობის ტრადიცია ამ ქალაქში სათავეს 1570 წლიდან იღებს. ათასგვარი ნუგბარი და სუვენირებით ვაჭრობა 12 მოედანზეა გაშლილი. მთავარი ბაზრობა, უზარმაზარი, საშობაო ნაძვით შუაგულში, ქალაქის ცენტრში, კათედრალური ტაძრის წინ იმართება.
5. ნეაპოლი (იტალია). საშობაოდ ქალაქში ყველაზე პოპულარული ადგილია. სან-გრეგორიოს ქუჩა. ყოველ წელს ნეაპოლიტანელები აქ მიდიან, რათა ერთი ფიგურა მაინც აუცილებლად იყიდონ, სახლში ქრისტეს შობის დეკორაციის მოსაწყობად. ეს ტრადიციაა. პატარა ჯიხურებში ჭეშმარიტად დიდი ოსტატობით შესრულებული პატარა შედევრები იყიდება.