ყველაზე მდიდარი ძაღლი მსოფლიოში

ყველაზე მდიდარი ძაღლი მსოფლიოში

გიუნტერ მეოთხე მსოფლიოში ერთადერთი ძაღლია, რომლის ქონება 300 მილიონ დოლარს აჭარბებს.

დიდძალი ქონება ძაღლმა მამისგან, გიუნტერ მესამისგან მიიღო, რომელსაც ყოფილმა პატრონმა, ექსცენტრიკულ ავსტრიელმა მილიონერმა ქალმა გრაფინია შარლოტა ლიბენშტაინმა დაუტოვა.

ანდერძით მან მთელი ქონება საყვარელ ძაღლს დაუტოვა. გერმანული ნაგაზის ჯიშის გიუნტერმა რამდენიმე ხნის წინათ პოპ-ვარსკვლავ მადონასგან მაიამიში ფეშენებელური ვილა შეიძინა და მისი ამჟამინდელი ქონება 372 მილიონ დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქმეების წარმოებაში გიუნტერს, შარლოტას ერთგული ადვოკატები ეხმარებიან.