„მცდელობაა, გარშემო განადგურეს ყველაფერი, ოღონდ რუსეთი გახდეს სირიის მფლობელი“

„მცდელობაა, გარშემო განადგურეს ყველაფერი, ოღონდ რუსეთი გახდეს სირიის მფლობელი“

600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და 150-ზე მეტი ბავშვი - ასე გამოიყურება სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციის შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსული ავიადარტყმების შედეგად 150-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, 200 სამოქალაქო პირი დაიღუპა 20 დეკემბერს რუსული ავიადარტყმების შედეგად პროვინცია იდლიბში.

„სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა თვითმფრინავებმა 4 000-მდე ავიადარტყმა განახორციელეს, აქედან 90%-ზე მეტი მიმართული იყო შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ებრძვის. რუსეთის ეს ქმედებები კიდევ უფრო აძლიერებს სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთ-რუსეთს შორის არსებული დაპირისპირების კომენტირებისას, ანალიტიკოსების ლექსიკონში სულ უფრო ხშირად ჩნდება ფრაზა - მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ შეიძლება ცოტა პომპენზურად ჟღერდეს მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ დღეის მდგომარეობით მის გაღვივებას ბევრი არაფერი უკლია. პოლიტოლოგი თვლის, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, დამკვიდრდება თუ არა წითელი ხაზის ცალ მხარეს რუსეთ-ირანის და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთიანობა.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

შექმნილი ვითარება რამდენად არის სერიოზული რისკის მატარებელი რეგიონული უსაფრთხოებისთვის რეგიონში, მითუმეტეს, რომ სულ უფრო აქტუალური გახდა საუბარი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეზე?

სოსო ცისკარიშვილი: „ისლამური სახელმწიფოს“ ნაცვლად, შესაძლოა, სწორედ რუსეთი აღმოჩნდეს მესამე მსოფლიო ომის ინიციატორად. თავიდანვე კმაყოფილებით აღვსილი დასავლეთი უწონებდა რუსეთს მის ნაბიჯს თითქოსდა სირიაში მშვიდობის დამყარებისთვის, მაგრამ ორიოდე თვეში დარწმუნდა, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებს რუსეთი და მისი სამხედრო ინტერვენცია, მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს - სირიის მიმართულებით შეინარჩუნოს ყველა ბერკეტი და არ მოხდეს სირიაში ხელისუფლების ცვლილება.

ეს კი მოგეხსენებათ, რომ დიამეტრალურად საწინააღმდეგო ქმედება იყო დასავლური ალიანსისათვის და უმალ რუსეთი გამოირიცხა ამ ალიანსის წევრობიდან, რადგან დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლებს ანადგურებდა სირიაში და მხოლოდ ფასადური იერიშები მიჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ საჯარისო ნაწილებზე. სამწუხაროდ, ვითარება მწვავდება და როგორც ჩანს, კულმინაცია ჯერ კიდევ არ დამდგარა.

ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ის ქმედება ჯერჯერობით, მხოლოდ განცხადებებით გამოიხატება...

- თუმცა, არც თუ სასაურველი განცხადებებით რუსეთისთვის, რადგან სრულიად მკაფიოა გზავნილი, რომ ამერიკას და მის პარტნიორებს გააჩნიათ ყველა საშუალება თანაფარდობის საკუთარი ინტერესებით ჩანაცვლების. პარალელურად, ვისმენთ ირანის სასულიერო ლიდერის თანაშემწის განცხადებას, რომ თუ ამერიკა გადალახავას წითელ ხაზს სირიაში, მაშინ საწინააღმდეგო ქმედებები აშშ-ის განადგურებისთვის სრულიად რეალურია და ირანს გააჩნია შესაძლებლობა გაანადგუროს ის, ვინც შეეცდება ხელისუფლების შეცვლას სირიაში.

ირანის სახით, ძალიან სანდო პარტნიორი მოიძია რუსეთმა. თუ რაიმე რელაური საფრთხე დაფიქსირდა ამ განცხადებების დამადასტურებელი, მაშინ, დიდი ალბათობით, ირანი კვლავ დაბრუნდება მისთვის ნაკლებად სასურველ სანქციების ზონაში, ეს კი ცხადია საქართველოსთვისაც მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება, რადგან ამერიკასთან და ირანთან თანაბარი კმაყოფილებით ურთიერთობა გამორიცხული იქნება, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ.

როგორ ფიქრობთ, მივა პროცესები იმ კონდენციამდე, რომ მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის წინაშე ავღმოჩნდეთ? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შიდა ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთს დღეს ყველაზე მეტად აწყობს კონფლიქტის წერტილები...

- რუსეთის კიდევ უფრო აქტიური გაავების საფუძველი შეიძლება ვეძიოთ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სახით, რასაც ჰქვია ამერიკული საბადოების გახსნა და მისი ექსპორტი ამერიკიდან, ვგულისხმობ ნავთობის საბადოებს. მიზნად არის დასახული, რომ ნავთობის ფასი დავიდეს 20 დოლარამდე. ჯერჯერობით, კვლავ ასეთი ეკონომიკური სანქციებით ცდილობენ ამერიკელები რუსეთის გონზე მოყვნას. რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, შეიძლება ცოტა პომპენზურად ჟღერდეს, მაგრამ დღეს მის გაღვივებას ბევრი არაფერი უკლია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, დამკვიდრდება თუ არა წითელი ხაზის ცალ მხარეს რუსეთის-ირანის და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთიანობა. ასევე, გაბედავს თუ არა ამერიკა აღიაროს რუსეთის თანადგომა არა მხოლოდ დღევანდელი სირიის პრეზიდენტის, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართაც, რითაც იგი შეძლებს განასხვაოს რუსეთი ყველა სხვა სუბიექტისგან, რომელიც ცალმხრივი მიმართულებით მონაწილეობენ ამ ოპერაციაში სასურველი შედეგის მისაღწევად.

სწორედ ეს არის საინტერესო, რატომ იკავებს აშშ- ხელისუფლება ოფიციალურად აღიაროს რუსეთის თანადგომაისლამური სახელმწიფოსმიმართ?

- ორი თვის არჩეული რომ ჰყავდეს ახალი პრეზიდენტი, შეიძლება ასეთ მკვეთრ ნაბიჯზე წავიდეს, მაგრამ როდესაც თვეები დარჩა ობამას 8 წლიანი პრეზიდენტობის დასასრულამდე, ასეთ მკვეთ პროზიციას ალბათ, არ უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მიზანი, რამაც ხელი შეუწყო ობამას გაპრეზიდენტებას, იყო ის ფაქტი, რომ ამერიკა რომელიმე სახელმწიფოების წინააღმდეგ არ ჩაერეოდა არც ერთ საომარ მოქმედებებში. დღეის მდგომარეობით პროცესები ბევრად უფრო გამწვავებულია, მით უმეტეს, რუსეთთან ომობანას თამაში არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ასეთი არაპროგნოზირებადი ხელისუფლება, როგორც დღეს რუსეთშია, დედამიწაზე აღარ არსებობს.

ომის თავიდან აცილების არაერთი სქემა არსებობს, რომელზეც ნამდვილად იმსჯელებენ ამერიკელები და მათი პარტნიორები. არსებობენ სამსახურები, რომლებიც გენეტიკურად გაწვრთნილი არიან სროლების გარეშე პრობლემების გადაჭრაში. ჩემი აზრით, ყველა ასეთი ძალა იქნება ჩართული ორივე მხრიდან. ვნახოთ, ვისი გონება და ტექნოლოგიები აღმოჩნდება უფრო წარმატებული. „როცა გაქვს ძალა, ჭკუა არ გინდა“, - ეს არის რუსეთის სახელმწიფო გერბზე ამოტვირფული სიტყვები, სწორედ ეს გახლავთ საფრთხე მთელი პლანეტისთვის, რომლის გასანეიტრალებლად ერთიანდება ცივილიზებული სამყარო.

იმ ფონზე, როდესაც თავადისლამური სახელმწიფოსისხლის გუბეებით ემუქრება რუსეთს, რატომ უნდა იყოს რუსეთი დაინტერესებულიისლამური სახელმწიფოსპოზიციების გამაგრებით?

- თუ გავითვალისწინებთ, რამდენი სამხედრო ბაზა აქვს რუსეთს სირიაში, რა მდიდარია ის მხარე და რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს ქყვეყანას, რომელიც ფლობს მართვის სადავეებს ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, ცხადია, რომ ეს მხოლოდ მილიტარიზმის ბაცილით მოწამლულ გონებაში შეიძლება იხარშებოდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რუსეთის პირველ ადამიანს სირიის საკითხი უფრო აწუხებს, ვიდრე საკუთარი სახელმწიფოს საკითხი. სახეზეა მცდელობა იმისა, რომ გარშემო განადგურეს ყველა და ყველაფერი, ოღონდ რუსეთი გახდეს სირიის მფლობელი.