„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ძირითადი აქცენტები და NDI–ის კვლევის შედეგები ერთმანეთის იდენტურია“

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ძირითადი აქცენტები და NDI–ის კვლევის შედეგები ერთმანეთის იდენტურია“

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ NDI–ის კვლევა ძირითადად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისახავს მიზნად და ამიტომ, ის, როგორც წესი, პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენება. გამზარდია თვლის, რომ NDI–ის კვლევის მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერ პირველ ოპოზიციურ პარტიად წარმოაჩინოს.

for.ge არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

როგორც წესი NDI–ის კვლევის შედეგების მიმართ საზოგადოებას არ აქვს ნდობა, ამ შემთხვევაში ეს კვლევა იმსახურებს სპეციალისტების ნდობას?

არჩილ განზარდია: ჩვენ, დარგის სპეციალისტებს მსგავსი საზოგადეობრი გამოკითხვების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გვაქვს, რადგან თანამედროვე კომუნიკაციებში სოციოლოგიური სამუშაოები ემსახურება საზოგადოებრივი აზრის გარკვევას. ეს კვლევა კი ზემოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და მის ფორმირებაზე. ამიტომაც, როგორც წესი ესეც არის პროპაგანდისტული ხასიათის. შესაბამისად, NDI-ის მსჯაობა ძირითადად აგებულია პროპაგანდისტულ მიზნებზე.

წლების განმავლობაში NDI- ს კვლევების და მაჩვენებლების ლოგიკის პარადოქსულობა ყოველთვის აჩენდა ეჭვებს. მსგავსი კვლევების მიზანი არის არა საზოგადოების შეხედულებებისა და აზრის კვლევა, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ამიტომ, ის, როგორც წესი, პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენება, თუმცა საერთო ჯამში, შეიძლება გარკვეულ ტენდენციებზე ვიმსჯელოთ. კვლევები ჩატარებულია მანამ, სანამ ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, ამიტომ იქ ბოლო მონაცემები ასახული არ არის.

აქ რამდენიმე დეტალია საინტერესო, კვლევა, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდა, საკმაოდ იყო გასარჟებული სპეციალისტებისა და საზოგადოების მხრიდან, რადგან იმდენად არადამაჯერებელი შედეგები იყო წარმოდგენილი, რომ საზოგადოებას ამაზე იუმორისტული აღქმა ჰქონდა. მაგალითად, როდესაც უპირველეს ძალად „ნაციონალური მოძრაობა“ დასახელდა ა.შ. ამ მხრივ იმდენ პარადოქს შეიცავს NDI–ის კვლები, რომ ირონიულად თუ განიხილავ.

რაც შეეხება ამჟამინდელ მოცემულობას, ერთადერთი რაც გასაგებია, ესაა საზოგადოების ნეგატიური შეფასება ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ, ეს ისედაც აშკარაა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე პროპაგანდისტული მიზანი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრობა“ გვაჩვენონ პირველ ოპოზიციურ ძალად, რაც დღევანდელ სიტუაციაში ძალიან დიდი დავის საგანია. თუ ლოგიკას გავყვებით, შემდეგი კვლევის დროს მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სხვაობა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრობის“ მონაცემებს შორის, რადგან დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ასევე „ოცნების“ ხელისუფლებამ საერთშორისო საზოგადოებისაგან ბევრი დადებითი შეფასება მიიღო და ამან შემდგომ მაჩვენებლებზე, წესით, ზეგავლენა უნდა მოახდინოს.

მაგრამ ამ მონაცემებითნაციონალური მოძრაობისრეიტინგი გაცილებით დაბალია, ვიდრექართული ოცნების“.

– მაგრამ „ნაციოანლური მოძარობა“ ოპოზიციაში კვლავიდნებურად წარმოჩენილია როგორც პირველ ძალად, რაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ, რომ დღეს ოპოზიციურ ძალებში რამდენიმე ძალაა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ პირველობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეკუთვნის. მე ვიტყოდი, რომ NDI–ის ამჟამინდელი კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯრეიტინგის კამპანია, რადგან ამ მონაცემებით დააბრუნეს, როგორც ოპოზიციური ლიდერი და ასევე, საგარეო მიმართულებით შეუქმნეს პოზიტიური იმიჯი, რომ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ნატოსთან საქართველოს დაახლოება.

კვლევის ის ნაწილი, რომ მხოლოდნაციონალურ მოძრაობასშეუძლია ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის მოგვარება, ამავე დროს, მათ არ შუძლიათ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, ადასტურებს, რომ ეს თემები იქნებანაციონალური მოძრაობისწინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი?

– რა თქმა უნდა და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს არის „ნაციოანლური მოძრაობის“ იმიჯრეიტინგი, რადგან აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენონ როგორც პროდასავლური ძალა, რომელიც მაქსიმალურად არის ორიენტირებული ნატოსკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. ბუნებრივია, ეს პროპაგანდა დევს ამ კვლევაში. რა თემებიც წამოწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შეეცადა ამ ხელისუფლების აყირავებას, ყველა თემა ჩამოიშალა. ამიტომ ახლა ცდილობენ აქცენტი გააკეთონ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ქვეყნის ნატოში ინტეგრირება. ამიტომაც NDI მუშაობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ აი, ასეთია „ნაციონალური მოძრაობა“.

საინტერესოა კვლევის კიდევ ერთი დეტალი, 16% ხმას აძლევსქართულ ოცნებას“, 10% „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 35 %-მა არ იცის, ვის აძლევს ხმას. კვლევის ეს ნაწილიც საზოგადოებრივი აზრი ფორმირებას ესმსახურება?

– ერთადერთი დამაჯერებელი გახლავთ საზოგადოების უმეტესი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება მთელს პოლიტიკურ სპექტრის მიმართ, ეს ადვილად ჩანს და სწორედ ამაზე ნადირობს დღეს ძალიან ბვერი პოლიტიკური სუბიექტი. მაგრამ ცნობილია, რომ საზოგადოების განწყობა და გადაწყვეტილების მიღება ზუსტად არ არის ერთმანეთთან კავშირში. მაგალითად, საზოგადოების წევრები შეიძლება ნეგატიურად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ საარჩევნო ურნასთან მათ სასარგებლოდ გადაწყვიტონ ხმის მიცემა, იმიტომ, რომ ნაკლები შანსი მიეცეს „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი მოცულობით შევიდეს პარლამენტში.

გამოკითხულთა 16% „ქართული ოცნებისმხარდამჭერია, მაგრამ ის, რომქართული ოცნებაგაიმარჯვებს ამაში დაახლოებით 27%–ია დარწმუნებული. ანუ, ამ შედეგებით შეიძლება NDI- ცდილობდეს შექმნას ისეთი აზრი, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს, რასაც უკვე აცხადებსნაციონალური მოძრაობა“?

– მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ძირითადი აქცენტები და NDI–ის კვლევის შედეგები ერთმანეთის იდენტურია. პირველი – ეს არის ხელისუფლების პრორუსულობა და მეორე – საუბრები შეწყალების კომისიაზე, და ხელოვნურად მოტანილი თემა კორუფციასთან დაკავშირებით. ასევე ნაციონალების „პერსპექტივები“ ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, რაც ნაციონალების საარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება. შესაბამისად, ამ აქცენტების მხარდაჭერას გამოხატავს NDI, რაც ამ კვლევით უკვე გამოჩნდა.

მაგრამ ნდობას რამდენად იმსახურებს კვლევის ის ნაწილი, რომლის მიხედვით შემცირდა ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა?

– რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, მახსენდება ერთი ისტორია, როდესაც გიორგი გაჩეჩილაძე ხალხს მომღერალ გაჩეჩილაძეში შეეშალათ და ამიტომაც მიიღო დიდი მხარდაჭერა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა. ზოგჯერ არის, როდესაც შეკითხვას სვამენ, მაგრამ საზოგადოებას სხვანაირად უმარტავენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ევრაზიული კავშირის თემა მცდარად იყოს აღქმული. თუმცა, მეორეს მხრივ ეს ტენდენცია შეიძლება მისაღებადაც ჩავთვალოთ, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია ევროკავშირი საქართველოში. თუმცა, ახლა, ვიზა–ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რომ ჩატარდეს კვლევა, კიდევ უფრო გაიზრდება ევროკავშირისადმი დამოკიდებულება, რაც გასათვალისწინებელია.