ბაფეტი ყველაზე ავტორიტეტული ინვესტორია

ბაფეტი ყველაზე ავტორიტეტული ინვესტორია

სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ ჩატარებული ყოველკვარტალური გამოკითხვის შედეგად უორენ ბაფეტი კვლავ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ინვესტორად დასახელდა.

გამოკითხულთა მეოთხედის აზრით, ფინანსური ბაზრის მისეული ანალიზი და პროგნოზები ყველაზე ზუსტია.

„ბლუმბერგის“ გამოკითხვაში მეორე ადგილზე კომპანია „პაციფიკ ინვესტმენტ მენეჯმენტის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბილ გროსი აღმოჩნდა, რომელმაც ხმათა 16 პროცენტი მიიღო.

მესამე ადგილზე 10 პროცენტით ცნობილი ინვესტორი ჯორჯ სოროსი გავიდა.

მეოთხე პოზიციაზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი ნურიელ რუბინია.

მას მოსდევენ ანალიტიკოსი მარკ ფაბერი და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე, რომელსაც გამოკითხვის ჩატარებამდე გამარჯვების ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტად ასახელებდნენ. ამ თანამდებობაზე მის წინამორბედ ალან გრინსპენს გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტმა დაუჭირა მხარი.