„გუგლი“ რეკორდებს ამყარებს

„გუგლი“ რეკორდებს ამყარებს

ინტერნეტ-გიგანტ „გუგლის“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ წინა კვარტალში არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო.

„გუგლის“ სუფთა შემოსავალმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 1,64 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 27 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანიამ წინა კვარტალში საკუთარი საქმიანობის შედეგად 4,38 მილიარდი დოლარი მიიღო, არადა, ანალიტიკოსები 1,29-მილიარდიანი ზღუდის დაძლევას ვარაუდობდნენ.

ექსპერტების განცხადებით, ამ ეტაპზე საძიებო სისტემა „გუგლს“ ინტერნეტ-სივრცეში რეალური კონკურენტი არ ჰყავს. საძიებო სისტემა „იაჰუ“ კვლავაც ერთ ადგილს ტკეპნის, „მაიკროსოფტის“ მიერ შექმნილი ახალი სისტემა „ბინგით“ კი ძალიან ცოტა მომხმარებელი სარგებლობს.

ანალიტიკოსების აზრით, ინტერნეტ-გიგანტმა „გუგლმა“ ბევრი მიმართულებით მიაღწია წარმატებას და უახლოეს პერიოდში მას პრობლემები აღარ ემუქრება.