„ამ ქვეყანაში კაცის მოკვლა 10 ათასი არ უნდა ღირდეს“

„ამ ქვეყანაში კაცის მოკვლა 10 ათასი არ უნდა ღირდეს“

საქმე, რომელზეც ახლა გიამბობთ 2015 წლის 4 ივლისს, სოფელ დიღომში მოხდა. 33 წლის გურამ ფირიაშვილი ავტოკატასტოფის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მას გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც არაფხიზელ მგდომარეობაში მყოფი, ლაშა კოტორაშვილი მართავდა. ამ ტრაგედიიდან 6 თვე გავიდა, თუმცა, ოჯახი ამ დრომდე სამართლიანობას ითხოვს. კოტორაშვილს სასამართლომ 10 ათას ლარიანია გირაო ისე შეუფარდა, რომ დაზარალებული მხარე სასამართლოზე არ დაუბარებიათ. მეტიც, დაზარალებულს ამ დრომდე არ ეძლევა უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს.

რა ხდება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ვინ მფარველობს ფირიაშვილის მკვლელს? ამ საკითხებაზე for.ge გარდაცვლილის მეუღელს, ელენე მამუჩაშვილს ესაუბრა, რომ ამ ტრაგიკული ავტოკატასტროფის თვითმხილველია.

რა ეტაპზეა თქვენი მეუღლის მკვლელობის საქმის გამოძიება?

ელენე მამუჩაშვილი: ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ დიღომში მოხდა, თავად შევესწარი ამ ფაქტს. ჩემს მეუღლეს და მის მეგობარს, რომელიც საჭეს მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარებაში მყოფი ლაშა კოტორაშვილი მართავდა. ჩემი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა. მისი მეგობარი, ზვიად ჩიოშვილი მძიმედ დაშავდა, ერთი თვე კომაში იყო. კოტორაშვილი ისეთი მთვარალი იყო, მანქანიდან, რომ გადმოვიდა იმასაც ვერ მიხვდა, რომ ადამიანი მოკლა.

ლაშა კოტორაშვილი მანქანაში მარტო იყო?

- არა, გევრდით მისი ძმა ეჯდა. იმ წუთას იმდენად გამწარებული ვიყავი, რომ ვერც მივაქციე მათ ყურადღება. ხალხს ვთხოვდი დახმარებას, რომ ჩემი მეუღლე მანქანიდან გადმოეყვანათ. სანამ სამაშველო არ მოვიდა მანქანიდან ვერ გადმოიყვანეს. 2 თვე ველოდებოდით ექსპერტიზის პასუხებს, როდესაც დაიდო პასუხები, ჩემი მეუღლის და მისი მეგობრის ბრალეულობა გამოირიცხა. გამოიკვეთა ლაშა კოტორაშვილის ბრალელუბა.

ამის შემდეგ მან მისცა აღიარებითი ჩვენება გამოძიებას, რომ მისი ბრალეულობით მოხდა ავარაია. მაგრამ ამის მიუხედავად, ის დღემდე დაუსჯელია, ეს კაცი დღეს თავისუფალია. მეტიც, სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ მკვლელი არ იყო დაკავებული. მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა ჩემი მეუღლის მკვლელი 10 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაანთავისუფლა.

სასამართლომ განჩინებაში მოტივად რა მიუთითა?

- სამწუხაროდ, მოტივი ჩემთვის უცობია. ჩემი მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მოეცათ განჩინება და წამეკითხა რის საფუძველზე არის ეს ადამიანი განთავისუფლებული, მით უმეტეს, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა და მეტიც, როგორც გითხარით, იყო მთვრალი, მაინც გარეთ არის.

თქვენ ამბობთ, რომ არ გახედებენ საქმის მასალებში, რატომ?

- მეუბნებიან, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ მაქვს უფლება გამოძიების დასრულებამდე წავიკითხო სასამართლოს განჩინება.

მაგრამ თქვენ ხომ დაზარალებულად ხართ ცნობილი?

- რა თქმა უნდა, დაზარალებულად ვარ ცნობილი და ამიტომაც ვითხოვ საქმის მასალების გაცნობას. როდესაც ეს ვუთხარი საქმის პროკურორს, ემზარ ფუხაშვილს, მან მითხრა გამომძიებელს დაუკავშირდიო. გამომძიებელმა კი მითხრა, რომ განჩინება ბოლომე არ მოსულაო. 21 იანვარს არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი და როგორც გამომძიებელმა მითხრა, 21 იანვრამდე 10 დღით ადრე შემიძლია გამომძიებელთან მივიდე და ჩავიხედო საქმეში. მეტსაც გეტყვით, სააპელაციო სასამართლოში შევიტანე საჩივარი, მაგრამ სასამართომ ჩემი საჩივარი განუხილველი დატოვა.

პროკურატურა ითხოვდა პატომრობას?

- დიახ, მაგრამ პატიმრობის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ბრალდებულს აეკრძალა ქალაქიდან გასვლა და ჩამოერთვა პირადობა. საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მე-6 ნაწილი ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პირი გირაოთი თავისუფლდება.

ამბობთ, რომ საჭეს მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში, არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ამის მიუხედავად მას ისე შეუფარდეს 10 ათას ლარიანი გირაო, რომ არც ყოფილა დაკავებული. უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენი მეუღლის მკვლელს, ვინმე მფარველობს?

- მაქვს ეჭვი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მას მფარველობენ. 33 წლის ბიჭი სრულიად უდანაშაულოდ ქუჩაში მოკლა, მეორე ისე დაასახიჩრა, რომ ინვალიდია, არც ერთი დაზარებულისთვის ბოდიშიც არ მოუხდია, რა თქმა უნდა, მაქვს ეჭვი, რომ მას მფარველობენ სასამართლოს გზით. რომ არა მფარველობა, ამიხსენით რატომ უნდა გამოეტანა ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლეს? რატომ არ გაუჩნდა მოსამართლეს კითხვა, რომ მოესმინა დაზარალებულის პოზიცია? ჩემს დაუსწრებლად ჩატარდა სასამართლო, ეს ყველაფერი რატომ მოხდა, ამის გარკვევა მინდა.

გასაგები რომ იყოს, მე არ ვითხოვ არანაირ მატერიალურ დახმარებას. ვითხოვ რა მუხლიც აქვს წაყენებყლი, იმ მუხლის შესაბამისად მიეცეს პასუხისგებაში. ამ ქვეყანაში კაცის მოკვლა 10 ათასი არ უნდა ღირდეს, ამით არ უნდა გამოისყიდოს მან დანაშაული. ის კიდევ დაჯდება მთვრალი საჭესთან და კიდევ მოკლავს ვიღაცას. ვითხოვ სამართლიანობას, ორი მცირეწლოვანი ბავშვი დამრჩა სახლში, ამ ბავშვების მამის მკვლელი უნდა დაისაჯოს. არ გავრჩერდები, სანამ ამას არ მივაღწევ, ბოლომდე ვიბრძოლებ.