კოლექციური ღვინის ფასი მიმდინარე წლის ნოემბერში უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ნავთობისა და ოქროსი.
გაიზარდა როგორც თეთრი, ასევე, წითელი ძვირფასი ხარისხის ღვინის ფასები.
მათმა ღირებულებამ 5 პროცენტით აიწია, მაშინ, როცა ნავთობის ფასმა მხოლოდ 3 პროცენტით მოიმატა, ოქროსმა კი – 2 პროცენტით.
ღვინის ფასის ზრდა აზიური ბაზრის მზარდი მოთხოვნილებით არის გამოწვეული. საუბარი უპირველესად, ჩინეთზეა. ჩინელები ძვირფას ღვინოებს ისეთივე საინვესტიციო ინსტრუმენტად მიიჩნევენ, როგორიცაა ოქრო.
2015 წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ღვინოებზე „შატო ლაფაიეტ როტშილდი“ და „შატო მუტონ როტშილდი“.
ჰონკონგში ჩატარებულ აუქციონზე ბოთლი „შატო ლაფაიეტ როტშილდი“ 250 ათას დოლარად გაიყიდა. ეს ღვინო 1869 წელს არის ჩამოსხმული.