ჩინური მატარებელი – მსოფლიო რეკორდსმენი

ჩინური მატარებელი – მსოფლიო რეკორდსმენი

ჩინეთის ექსპრესმა „ჰარმონიამ“ პეკინ-შანხაის რკინიგზის ჩქაროსნულ მაგისტრალზე გამოცდის დროს საათში 486,1 კილომეტრი სიჩქარე განავითარა. ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ ამით მსოფლიო რეკორდი დამყარდა. თუმცა, 2010 წლის თებერვალში ფრანგულმა მატარებელმა TGV-მ პარიზ-სტრასბურგის ხაზზე 553 კილომეტრ-საათი განავითარა.

მატარებელი „ჰარმონია“ ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებში გამოიცადა. ორ ქალაქს შორის 1 318 კილომეტრ მანძილს მატარებელი ოთხ საათში დაფარავს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამინისტრომ უკვე შეუკვეთა ახალი თაობის 100 ლოკომოტივი, რომლებიც უსაფრთხოების მაღალი დონით, ეკოლოგიურობით, კომფორტით გამოირჩევიან და უხმაუროდ მოძრაობენ. ამჟამად თურქეთში რკინიგზის ძირითად მაგისტრალებზე მოძრავი მატარებლები საათში 350 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობენ.