ელიზაბეთ მეორის „ფეისბუქს“ „სხვადასხვა“ კომენტარებისგან წმენდენ

ელიზაბეთ მეორის „ფეისბუქს“ „სხვადასხვა“ კომენტარებისგან წმენდენ

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეთ მეორის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის მოდერატორები იძულებულნი იყვნენ, 60 ათასამდე შეურაცხმყოფელი კომენტარი წაეშალათ.

კომენტარებში ინტერნეტ-მომხმარებლები ძირითადად სამეფო ოჯახის მიმართ ზიზღსა და მათი ცხოვრების წესით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, თანაც საკმაოდ უცენზურო ფორმაში, რის გამოც აუცილებელი გახდა, წაშლილიყო კომენტარების გარკვეული რაოდენობა.

საინტერესოა, რომ მსგავსი უწმაწური კომენტარები დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის – გორდონ ბრაუნის „ტვიტერის“ გვერდზეც დაფიქსირდა,

თუმცა, დედოფლისგან განსხვავებით, ბრაუნის პროფილს არ ჰყავს მოდერატორი და ექს-პრემიერმა საკუთარი ხელით წაშალა რამდენიმე ასეული შეურაცხმყოფელი კომენტარი.