გერმანული ელიტის თითქმის მთლიანი შემადგენლობა – ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის მმართველი კადრების 92 პროცენტი უკმაყოფილოა ანგელა მერკელის კანცლერის პოსტზე მუშაობით.
ანსბაჰის დემოსკოპიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა სოციალურმა გამოკითხვამ, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება 1988 წლიდან, აჩვენა, რომ გერმანული პოლიტიკის უმრავლესობა მიიჩნევს ანგელა მერკელს სუსტ კანცლერად.
ნდობის ფაქტორი მის მიმართ ყოველდღიურად დაბლა იწევს.
გამოკითხულთა მხოლოდ 6 პროცენტია კმაყოფილი მერკელის კაბინეტის მუშაობით, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, დროა ქვეყანას ახალი კოალიციური მთავრობა ჩაუდგეს სათავეში.