ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველმა, დევიდ აქსელროდმა ჯეი ლენოს პოპულარულ საღამოს თოქშოუში განაცხადა, რომ ობამა არაჯანსაღი საკვებით იკვებება და ნამცხვრებს, ფუნთუშებს და ჰამბურგერებს ანიჭებს უპირატესობასო.
„ასოშეითედ პრესის“ ცნობით, აქსელროდმა ამ განცხადებით ობამაზე „შური იძია“, რადგან ეს უკანასკნელი თავის მრჩეველს დიდი ხანია დიეტაზე დაჯდომას ურჩევს და ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისკენ მოუწოდებს.
სხვათა შორის ახლახან ბარაკ ობამას ჯანმრთელობის სრული გამოკვლევა ჩაუტარდა და ექიმები პრეზიდენტს, სისხლში ქოლესტერინის ნიშნულის დაკლების მიზნით, კვების რეჟიმის შეცვლას ურჩევენ.