ცოტა ხნის წინ ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკამ საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან მოგების მიღება უკვე უნდა დაიწყოს.
პრეზიდენტის თქმით, იგი აპირებს ინტერნეტი ქვეყნისა და ეკონომიკის სამსახურში ჩააყენოს.
ბელორუსია ინტერნეტს მოსკოვიდან და სხვა ქვეყნებიდან იღებს, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ლუკაშენკო გეგმავს ახალი სამინისტროს შექმნას, რომელიც დაარეგულირებს ინტერნეტის მუშაობას და იზრუნებს ბელორუსიის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციებზე, რათა ინტერნეტიდან ქვეყნის ბიუჯეტმა დამატებითი თანხები მიიღოს.