მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე კურიოზული ტრავმები

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე კურიოზული ტრავმები

2002 წლის აგვისტოში ფრანგული „რენის” მცველი ჟულიენ ესკუდე საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მოულოდნელად, ქუჩაში კატა გამოჩნდა და ესკუდეს ძაღლმა მისი დაჭერა განიზრახა. ფეხბურთელმა სცადა შეეჩერებინა თავისი ოთხფეხა მეგობარი და ამ პროცესში აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რაც მას რამდენიმეთვიან უქმად ყოფნად დაუჯდა. იმ პერიოდში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „მანჩესტერ იუნაიტედში” მის გადასვლაზე და რა თქმა უნდა, კონტრაქტი ჩაიშალა. ანალოგიური ტრავმა მიიღო „ჩელსის” ყოფილმა გოლკიპერმა, იტალიელმა კარლო კუდიჩინიმ, რომელიც ასევე საკუთარ ძაღლს გაეკიდა და სირბილის დროს მუხლი დაიზიანა.

კატალონიური „ბარსელონას” 90-იანი წლების სათადარიგო გოლკიპერმა – კარლოს ბუსკეტსმა შესაშური რეაქცია გამოავლინა სახლში და გავარვარებული უთო დაიჭირა, რომელიც მის შვილს ეცემოდა თავზე. ბუსკეტსმა ხელის მრავლობითი დამწვრობა მიიღო.

1993 წელს „საუთჰემპტონის” მეკარემ დეივ ბიზანტმა ტრავმა მაიონეზის კონსერვის ქილით მიიღო. იგი სახლში მაცივრიდან პროდუქტის გამოღებას ცდილობდა და შემთხვევით, იდაყვი მაიონეზის ქილას გაჰკრა. ქილა ფეხზე დაეცა და მყესები დაუზიანა. ტრავმას ბიზანტი 2 თვის განმავლობაში მკურნალობდა. და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ტრავმა, რაც კი მას კარიერის განმავლობაში მიუღია.

დანიელი ალან ნილსენი ახალი გადასული იყო „კოპენჰაგენიდან” ლონდონის „ჩელსის” რიგებში, როდესაც მისმა მეუღლემ იმშობიარა. ახალგამომცხვარი მამა სამშობიაროს ესტუმრა ჩვილის სანახავად. ნილსენმა ჩვილი ხელში აიყვანა, მან კი მამას თვალში თითი ისე ატაკა, რომ ნილსენი ერთი კვირის განმავლობაში, კუტუზოვივით თვალშეხვეული ესწრებოდა „ჩელსის” ვარჯიშებს.

ინგლისის ნაკრების ექს-გოლკიპერს დევიდ ჯეიმსს მხარის კუნთი დაეჭიმა სახლის პირობებში. დივანზე წამოწოლილი დევიდი ტელევიზორს უყურებდა და გადაწყვიტა, ჟურნალის მაგიდიდან დისტანციური პულტი აეღ

 „ბარნსლის” ნახევამცველმა დარენ ბარნარდმა 5 თვე გაატარა ლაზარეთში, მას შემდეგ, რაც საკუთარი ძაღლის შარდის გუბეში დაუცურდა ფეხი და მუხლი დაიზიანა.

ესპანელი გოლკიპერი – სანტიაგო კანისარესი შხაპის შემდეგ სუნამოს იპკურებდა. ფლაკონი ხელიდან გაუვარდა და ფეხზე დაეცა. გატეხილი შუშით მყესი დაუზიანდა და ამ ტრავმის გამო მას 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

„ტოტენჰემელ” ალან მიურიეს, ერთხელ მხრის კუნთი კბილების კამოხეხვისას დაეჭიმა. დღემდე უცნობია, როგორ მოახერხა მან ამ ტრავმის მიღება.

70-იანი წლების ნორვეგიელი მცველი – სვენ გრიონდალენი იძულებული შეიქნა ეროვნული ნაკრების მატჩი გამოეტოვებინა, რადგან დილის ვარჯიშის დროს მას ცხენ-ირემი (ლოსი) დაეჯახა.

„ლიდს იუნაიტედის” და „ბლექბერნის” ყოფილ მცველს დევიდ მეტს ფეხზე მყესი იმიტომ გაუწყდა, რომ სამი წლის შვილი, სამბორბლიანი ველოსიპედით დაეჯახა და წააქცია.