სტატისტიკა ისეთი რამეა, გრძნობებსაც კი ციფრების ტყვეობაში აქცევს. სამწუხაროდ, ამ კონკრეტული სტატისტიკით სასიხარულო არაფერი გვაქვს. მაინცდამაინც საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ, უბრალოდ, გაეცანით და გააანალიზეთ.
ბედნიერი ქორწინებების სტატისტიკა, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ასეთია: 72 პროცენტი, 75 პროცენტი, 65 პროცენტი, 64 პროცენტი, 68 პროცენტი, 62 პროცენტი...
თუ ორმოცი წლის წინ ათი ოჯახიდან რვა მაქსიმალურად ცდილობდა სტაბილურობის შენარჩუნებას და ურთიერთობის გადარჩენას, ახლა ასეთი ოჯახების რიცხვი ათიდან ექვსია. სტაბილური ქორწინებების პროცენტული დეგრადაციაც სახეზეა.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ის ნელ-ნელა მიდის ქვევით: 52 პროცენტი, 51 პროცენტი, 48 პროცენტი, 46 პროცენტი, 42 პროცენტი...
შემაშფოთებელი სტატისტიკაა... სამწუხაროდ, იდეალური კავშირები სულ უფრო იშვიათად გვხვდება და თუ არ გვინდა, მხოლოდ წიგნის ფურცლებზე და ფილმებში დარჩეს, სასწრაფოდ უნდა დავფიქრდეთ. შეცდომებს ხომ ჩვენ ვუშვებთ?! იცით, რომ ოცდაათი წლის წინ წყვილების 70 პროცენტი მიიჩნევდა თავის ქორწინებას იდეალურად და გამართლებულად?! დღეს ასეთი წყვილების რაოდენობა მხოლოდ 22 პროცენტია.