ერთფეროვანი საკვები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ დროს ტვინი არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმში კი გროვდება მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინსა და გულზე.
საკვებ რაციონში ზღვის კომბოსტოს კვირაში ერთჯერადი შეტანაც კი, ისევე იცავს ფარისებრ ჯირკვალს, როგორც ერთი თვის განმავლობაში მულტივიტამინების მიღება.
ეს პროდუქტი ჩიყვის განვითარებასაც აგაცილებთ თავიდან.
ზღვის კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს იოდის ათვისებაში ეხმარება.
გარდა ამისა, მისი რეგულარულად მიღება სისხლში ქოლესტერინს ამცირებს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ზღვის კომბოსტო, ასევე, სასარგებლოა იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.