ძილის დარღვევა ამა თუ იმ დაავადების მანიშნებელია

ძილის დარღვევა ამა თუ იმ დაავადების მანიშნებელია

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინვე ნუ შეშფოთდებით, რადგან ამ პრობლემას ორგანიზმი ნელ-ნელა მოაგვარებს, მაგრამ, თუ უძილობა გრძელდება დიდხანს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება ჯანმრთელობას.

პირველ ყოვლისა, აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა. სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, იწმინდება და ახლდება ის. თუ ფილტვები წესრიგში არ გაქვთ, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ღამით კი – ძილის სურვილით (ანუ, გეძინებათ, მაგრამ, ვერ იძინებთ).  გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.

გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები, რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ და დიდხანს არ ქრება. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, გიწყდებათ სიზმრები, გეუფლებათ სევდა ან შიში, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა სათანადოდ არ არის მოგვარებული, ეს აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, ამის განსაზღვრა კი სწორედ ძილის საშუალებით ხდება.

კუჭის ან საყლაპავი მილის დაავადებას გამცნობთ მშვიდი, მაგრამ ხანმოკლე ძილი. განსაკუთრებით მიხედეთ კუჭს, თუ ძილის შემდეგ ტუჩებზე პატარა ნახეთქები გიჩნდებათ და ყელი გიშუპდებათ; ასევე, თუ გაწუხებთ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.

წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს, ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კისრის დაბუჟება იჩენს თავს, ხოლო ტუჩებსა და პირის ლორწოვან გარსზე ჩნდება ნადები. თუ დაძაბული ძილი გაქვთ, სტრესულ ან ინტიმურ სიზმრებს ხედავთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილი ნაწლავის მდგომარეობას.

თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემა.

თუ სიზმრებს საერთოდ ვერ ხედავთ, დილით კი უმიზეზოდ გეწყებათ თავბრუხვევა და თავის გამჭოლი ტკივილი, ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს.

მკვეთრად გამოხატული სიზმარი აქვთ თირკმელებისა და შარდის ბუშტის დისფუნქციის მქონე ადამიანებს, თუმცა, დილით მის გახსენებას ვერ ახერხებენ. ამ დროს, შესაძლოა, მხედველობის პრობლემებმაც იჩინოს თავი. ამ ორგანოების დაავადების დროს დამახასიათებელია ფხიზელი, ზერელე და წყვეტილი ძილი.