„პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მეუღლე, 44 წლის ჰელენა სეგერი, ფეხბურთელების ცნობილი ცოლებიდან ყველაზე იდუმალ პერსონაჟად ითვლება.
მოდელი, ბარმენი და მარკეტინგის დირექტორი ამჟამად მეუღლეზე ზრუნვით და შვილების გაზრდით არის დაკავებული.
გაცნობის მომენტში ზლატანი 21 წლის იყო, ხოლო ჰელენა – 32 წლის. მას შემდეგ წყვილი ათი წელია ერთად არის და ზლატანი თავის მეუღლეს მოფერებით „სუპერძუკნას” ეძახის.
ცნობისთვის, 2011 წელს ჰელენა შვედეთის ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულ ქალბატონად დასახელდა.