„გამოძიებამ უნდა დასვას კითხვა - რატომ მისცა სააკაშვილმა აღმოსავლეთის და აზიის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა?“

„გამოძიებამ უნდა დასვას კითხვა - რატომ მისცა სააკაშვილმა აღმოსავლეთის და აზიის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა?“

„მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებს. დაახლობით ეს არის 5 000 ადამიანი, აქედან 100 ადამიანი, რომ მოქმედი ტერორისტი იყოს, ეს უკვე რეალური საფრთხეა. მით უმეტეს, რომ თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ ვიზა ლიბერალიზაცია და საქართველოს გავლით ჩავიდნენ ევროპაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ისლამისტებისთვის საქართველო მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო გზა.

საქართველოს, როგორც სატრანზიტო მიმართულებას რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს და რამდენად წარმოადგნენ საფრთხეს აღმოსავლური წარმომავლობის ადამიანები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ მინიჭებული? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმი-სტამბულის ავიარესის 3 მგზავრი დააკევეს, რომლებიც თურქული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ისლამური ხალიფატის მებრძოლები იყვნენ. ამ ბოლო ფაქტიდან გამომდინარე, რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო გზა, გამოყენებული იქნასისლამური სახელმწიფოსმიერ?

- სამწუხაროდ, ეს უკვე რეალობად იქცა. იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს ლიბანიზაცია, სახელმწიფოს და ბუნებრივია, საზოგადოების ნომერი პირველი საზრუნავია სატრანზიტო მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ლიბანის ტერიტორიის მეშვეობით ხდება როგორც მებრძოლების, ასევე შეიარაღების გატანა.

ლიბანი გადაიქცა იმ ტერიტორიად სადაც „ისლამური ხალიფატის“ საკმაოდ ძლიერი გავლენები არსებობს. „ისლამური ხალიფატი“ ლიბანის მეშვეობით უკავშირდება სინაის ნახევარ კუნძულზე თავისი ვილაითის შემადგენლობას და ესენია - ლიბია, ტუნისი, სუდანი და სომალი. ამ გზით უკავშირდებიან ღაზას სექტორში მოქმედ „თანამებრძოლებს“.

საქართველოს, როგორც სატრანზიტო მიმართულებას რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს?

- საქართველო მათთვის ძალიან მიმზიდველია, რადგან აქ შეიძლება აამოქმედონ ჩრდილო კავკასიაში მოქმედი „კავკასიის ვილაითი“, ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცენტარლური აზიის მიმართულებას, გააფართოვონ კავშირები აზერბაიჯანის და თათარსტანის მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, მათი მებრძოლების გამგაზვრება მოხდეს ევროპის მიმართულებით. მით უმეტეს ვიცით, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს, რასაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ევროპაში გასავლელად.

იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, გამკაცრებულია კონტროლი საჰაერო და სახმელეთო საზღვარის მიმართულებით. მაგრამ, თავისთავად ჩნდება კითხვა - არსებობს თუ არა შემოვლითი გზები?

- ბუნებრივია არსებობს შემოვლითი გზები. განსაკუთრებით ახალქალაქის და ბათუმის მიმართულებით. სხვათა შორის ახალქალაქის მიმართულებით არსებული შემოვლითი გზებით სარგებლობდნენ მიხეილ საააკაშვილის სპეცსასამხურები.

რა დატვირთვა ჰქონდა შემოვლით გზას სპეცსამსახურებისთვის?

- ამ გზით აპარებდნენ ჯიჰადისტებს. დიახ, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ხდებოდა ამ შემოვლითი გზებით ისლამისტების გადაადგილება. სწორედ ამ გზით გადაიყვანეს ქართულმა სპეცსამსახურებმა ალი დაბუევი მეტსახელად ზოონი თურქეთში. ამაზე წერდა თავის დროზე ამერიკული ჟურნალიც. დაბუევი თურქეთში დაპატიმრებული იქნა, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული მკვლელი და მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

არ დაგავიწყდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებს. დაახლობით ეს არის 5 000 ადამიანი, აქედან 100 ადამიანი რომ მოქმედი ტერორისტი იყოს, ეს უკვე რეალური საფრთხეა. მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ ვიზა ლიბერალიზაცია და საქართველოს გავლით ჩავიდნენ ევროპაში. „ვილაითი გურჯისტანიც“ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ანუ, უნდა შეასრულოს სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია. ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც დაგეგმეს და განახორციელეს პარიზის ტერაქტები, მათაც ორმაგი მოქალაქეობა  ჰქონდათ და ამ გზით შეძლეს საფრანგეთში შესვლა.

ბატონო ვახტანგ, თქვენ თვლით, რომ მიზანმიმართულად მოხდა აღმოსავლური წარმომავლობის ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება?

- გამოძიებამ უნდა დასვას კითხვა - რატომ მისცა სააკაშვილმა აღმოსავლეთის და აზიის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა? მაშინ, როდესაც ტერორისტული დაჯგუფების აქტიურობა აჩვენებდა, სწორედ ამ გზით ხორცილდებოდა ტერორისტების შესვლა და ჯიჰადისტური ქსელების გავრცელება და განვითარება ევროპაში. დამერწმუნეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ლამაზი თავალებისთვის არ მისცემდა ამ ადამიანებს ორმაგ მოქალაქეობას. მით უმეტეს, რომ სააკაშვილი შემჩნეული იყო არაბული და აღმოსავლური ქვეყნების საეჭვო დაჯგუფებებთან კავშირში. ამის მშვენიერი მაგალითია ლაფანყურის ოპერაცია.

რა კავშირშია ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება ლაფანყურის ოპერაციასთან?

- თუ ვინმეს ფიქრობს, რომ ლაფანყურის ოპერაციის უკან მიხეილ სააკაშვილი არ იდგა, ძალიან ცდება. გაიხსენეთ ახმედ ჩატაევი და ალი დაბუევი, ვინ იყვნენ ესენი და ახლა სად არიან? ლაფანყურის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო დაბუევი, რომელიც ჩატაევთან ერთად აწარმოებდა ამ ჯგუფის რეკულტირებას და იძულებით დავერბოვკებას, ესენი იყვენენ მთავარი კოორდინატორები და დამფინანსებლები. დაბუევს აუღეს ქართული პასპორტი და ზურაბ პაპასკირის სახელით გააპარეს საქართველოდან. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ?! მიხეილ სააკაშვილმა აღმოსავლური წარმომავლობის ადამიანებს ორმაგი მოქალაქეობა სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ მიანიჭა.

გამოდის, რომ ეს ადამიანები პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის?

- რა თქმა უნდა. ბუნებრივია ვერ ვიტყვი, რომ 5 000 ადამიანი არის ტერორისტი, ბევრი მართლაც პარტრიოტია, მაგრამ არა მგონია, რომ მთლიანი სურათი ასეთი იყოს. მით უმეტეს, რომ ეს მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, როდესაც უკვე გაშიფრული იყო სააკაშვილის კავშირები. ანუ, ეს იყო რეჟიმი, რომელიც ახორციელებდა ტერორიზმის სპონსორობას, რომლის გამოც მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციამ დისტანცირება გააკეთა სააკაშვილისგან და არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რომ შეეწყვიტა მათი სპონსორობა. დაინტერესდით რატომ გაუშვა მაშინდელმა გამოძიებამ ახმედ ჩატაევი და ვინ იყო ამ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი.

თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები, რომელთაც მიენიჭათ ორმაგი მოქალაქეობა პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის. გარდა იმისა, რომ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, დამატებით რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციისთვის?

- საუბარია სერიოზულ ტერორისტულ დაჯგუფებაზე, რომელთაც გააჩნიათ საკამოდ მყარად მოქმედი სპეცსამსახურები. „ისლამური ხალიფატს“ 5 საკმაოდ ძლიერი სპესაცსამსახური ჰყავს, აქედან ორი რელიგიურ იდეოლოგიურია, ორი - სამხედრო და ერთიც-  პოლიტიკური. ერთ-ერთი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი არის ქართული წარმომავლობის საველე მეთაური, ამაზე მეტს ვერ გეტყვით. ეს არის სახელმწიფოს დონეზე მოქმედი სპეცსამსახური.

უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც ხორციელდება კარგია მაშინ, როდესაც ებრძვი იატაქვეშეთში მოქმედ ან თუნდაც საერთაშორისო ტერორიზმს, მაგრამ როდესაც შენ ამ დონის სპეცსამსასხურს ებრძვი, რომელიც ახერხებს, რომ პარიზში 6 თვეში ორჯერ მოახდინოს ასეთი მძლავრი სამხედრო სიღრმისეული დივერსიული ოპერაცია, ცოტა მეეჭვება, რომ ამ სახის ოპერაცია ეფექტური იყოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპეცსასახურები მხოლოდ ამ ზომებით არ შემოიფარგლებიან.

ამ ფონზე, რამედენად არის საფრთხე იმისა, რომ რუსეთის მიერ ხელოვნურად მოხდეს ტერორისტების გადმოდინება საქართველოს ტერიტორაზე?

- ბუნებრივია, ამის გამორიცხვა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არაერთხელ მომხდარა. ამის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ დაღესტნის და ჩეჩნეთის ტერიტორაზე მუდმივად ცხადდება ანტიტერორისტული ოპერცია. ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში საფრთხე საკმაოდ მაღალია. მით უმეტეს, რომ ჩრდილო კავკასიაში შეიძლება გააქტიურდეს „ისლამური ხალიფატის“ ვილაითის ჯგუფები. ბოლო ინფორმაციით დაღესტნის ჯამაათი, რომელიც ადრე „კავკასიურ ისლამური“ იმარატის შემადგენლობაში შედიოდა და ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო, სრული შემადგენლობით გადავიდა „ისლამური ხალიფატის“ დაქვემდებარების ქვეშ.

პარალელურად, რუსებმა დაღესტანში გამოაცხადეს ანტიტერორისტული რეჟიმი, ეს შემთხვევით არ არის. ფაქტობრივად, დაღესტანში დახურული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. სერიოზული დაჯგუფებაა დაღესტნის შარიათული ჯამაათი, რომელიც 2-დან 3 ათასამდე ჯიჰადისტების მიერ შედგენილ დაჯგუფებას მოიცავს, ისინი ძირითადად მოქმედებენ ტყეში და იატაქვეშეთში. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი გადმოსვლა მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე.