ქალებს ჰიპნოზის ნიჭი ჰქონიათ

ქალებს ჰიპნოზის ნიჭი ჰქონიათ

შეიძლება, გაგეცინოთ, მაგრამ ქალებს დაბადებიდან აქვთ ჰიპნოზის უნარი. საქმე ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებმა იციან ამის შესახებ და შესაბამისად, ვერ იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის. ხოლო ის, ვისთვისაც ამ ნიჭის შესახებ ცნობილია, საკმაოდ ოსტატურად ახერხებს პარტნიორი ჰიპნოზის ტყვეობაში ჰყავდეს.

მაგალითად, ფაქტია, რომ ქალს მამაკაცზე მდიდარი ფანტაზიის უნარი აქვს და გამომგონებლობაშიც ბადალი არ ჰყავს.

ქალი კაცზე კომპეტენტურად და ნიჭიერად ტყუის – ესეც ფაქტია. მოღალატე ცოლის ფაქტზე გამოჭერა კაცისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ ისევ ქალმა არ გამოააშკარავა თავი. ტყუილს ისეთს ამბობს, თავადაც კი სჯერა. დროულად სპობს ნივთმტკიცებებს და ყოველგვარ კვალს პირწმინდად შლის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპნოზის ნიჭი აუცილებლად ქმრის მოსატყუებლად გამოიყენოთ.

უბრალოდ, თუ მოინდომებთ, აუცილებლად მოახერხებთ პარტნიორის მოხიბვლას და სასიამოვნო ჰიპნოზის გავლენის ქვეშ ის თავს ბედნიერად იგრძნობს. ჩხუბი, საყვედურები, ირონია, ცინიზმი ამ საქმეში ძალიან შეგიშლით ხელს. ჰიპნოზი სიყვარულისა და ყურადღების კონცენტრაციაა.