„პუტინის მიზანია დაბრუნდეს საჭადრაკო დაფაზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე“

„პუტინის მიზანია დაბრუნდეს საჭადრაკო დაფაზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე“

აშშ-ი რუსეთის მისამართით ტონს ამკაცრებს. ბარაქ ობამა თვლის, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება,დაკავდეს ჯიჰადისტებთან ომით და არა სირიის ოპოზიციის ძალებთან, რომლებიც ცდილობენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაგდებას. ობამა მოუწოდეს რუსეთს სირიის ოპოზიციასთან ბრძოლის ნაცვლად, იერიში „ისლამურ სახელმწიფოსთკენ“ მიმართოს, რადგან რუსეთის სამხედრო ოპერაციები ხელს უწყობს „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას.

შედგება თუ არა დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა და შეცვლის თუ არა რუსეთი სტრატეგიას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.

რუსეთს ოფიციალურად არ დაუდასტურებია თავისი მხარდაჭერა იმ გეგმისადმი, რომელიც ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს. როგორ ფიქრობთ, ამით აიხსნება ბარაქ ობამას განცხდება, რომ რუსეთმა სირიის ოპოზიციასთან ბრძოლის ნაცვლად, იერიშიისლამურ სახელმწიფოსთკენმიმართოს?

გიორგი მუჩაიძე: ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის საშუალებით ობამას ადმინისტრაციამ სერიოზული გამოცდილება მიიღო რუსეთთან ურთიერთობის მხრივ. ასევე, ძალიან ნათლად გამოჩნდა რუსეთის მიზნები უკრაინაში. შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ნდობა ობამას ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მიმართ, ძალიან მცირეა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ განცორციელებულმა საჰაერო კამპანიამ სირიაში ძირითად მიზნებად ამოირჩია არა ტერორისტები, არამედ ისევ ოპოზიცია, რომელიც ებრძვის ასადის დიქტატორულ რეჟიმს, კარგად გამოჩნდა რუსეთის სახე და ასადისთვის დათვური სამსახურის გაწევა. აქედან გამომდინარე, ძალიან მცირეა რუსეთთან თანამშრომლობის მოლოდინები.

გასაგებია, რომ პუტინი დაინტერესებულია ასადის რეჟიმის გაძლიერებით, მაგრამ გამორიცხავთ, რომ რუსეთმა სტრატეგია შეცვალოს?

- რუსეთი თავის სტრატეგიას არ ცვლის. მისი მთავარი სტრატეგიაა არესებული კონფლიქტური სიტუაციები თავის სასარგებლოდ გამოიყვანოს. რუსეთის მიზანია არა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება, არამედ ამ სიტუაციების მის სასარგებლოდ გამოყენება, რომ მიიღოს გარკვეული დივიდენდები, კერძოდ დასავლეთის მხრიდან მიიღოს დათმობა, მით უმეტეს, რომ დღეს, რუსეთი არის გარიყული. რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომ ნახევარი წლით გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ ძალაში მყოფი სანქციები. აქედან გამომდინარე, რუსეთი ლავირებს, რომ თითქოს კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმით დაანახოს დაასავლეთს მასთან თანამშრომლობის საჭიროება და მოახსნევინოს ეს სანქციები. პუტინის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი შედარებით ნაკლებია, რადგან დასავლეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა დიდი გამოცდილება მიიღეს ამ მხრივ.

ანუ, პუტინისთვის მთავარია შექმნილი სიტუაციის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება, რაც სულაც არ ნიშნავს ამ კონფლიქტის გადაწყვეტას?

- რა თქმა უნდა. პუტინის მიზანია ის გარიყულობა, რაც არსებობს რუსეთთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობაში სანქციების სახით, ნელ-ნელა უკან შემოაბრუნოს. პუტინის მიზანია საჭადრაკო დაფაზე დაბრუნდეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე. ამისკენ არის მიმართული პუტინის ქმედებები და ამაში მისი მოკავშირეა ასადი.

გამორიცხვათ, რომ დასავლეთმა დაინახოს პუტინის საჭიროებაისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ ბრძოლაში?

- აშშ-ს მხრიდან ცალსახად აღინიშნა, რომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთის მიერ მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან. თუკი პოზიტიური გარღვევა იქნება სირიის ფრონტზე, ეს არ ნიშნავს, რომ უკაინის საკითხი მივიწყებული იქნება, რამდენადაც, ეს არის კონფლიქტი შუაგულ ევროპაში და სერიოზული აგრესია განხორციელდა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ.

ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ, საქართველო და უკრაინის საკითხი არის უპრეცედენტო შემთხვევა, რაც პირდაპირ ურტყამს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას. არ მგონია ეს საკითხი ვაჭრობის საგანი იყოს და ამ მიმართულებით მოხდეს დასავლეთის პოზიციების შეცვლა. აშშ-ის ადმინისტრაცია და მთელი ევროპა ხედავს პუტინის მისწრაფებას, თუ რა მეკავშირეები ჰყავს მას რეგიონში. ეს არის სირიის პრეზიდენტი, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს და მასაიურ ხოცვა-ჟლეტაზე არის გადასული.

გამორიცხავთ, რომ სამხედრო თანამშრომლობა დასავლეთსა და რუსეთს შორის შედგეს?

- არ მგონია, რომ რამე სამხედრო თანამშრომლობა შედგეს დასავლეთსა და რუსეთს შორის. შეიძლება იყოს გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციები, ინფორმაციის გაცვლა. როდესაც საკითხი ეხება ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიას, არსებობს შესაბამისი ფორმატები და მათ შორის გაეროს ფარგლებში, სადაც შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებები ითვალისწინებს მსგავსი ინფორმაციის გაცვლის. ამ კუთხით თანამშრომლობა არასოდეს არ შეწყვეტილა რუსეთსა და დასავლეთს შორის.

ეს არის ერთი მხარე, ხოლე მეორეა სამხედრო თანამშრომლობა. ეს ორი განსხვავებული რამეა. ლიტვის პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ თუ რაიმე სამხედრო კოალიცია იარსებებს რუსეთთან, ის ამ კოალიციაში აგრესორთან ერთად მონაწილეობას არ მიიღებს. ასეთი არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიცია. არ მგონია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის რაიმე სახის სამხედრო თანამშრომლობა, ან კოალიციაში გაერთიანება მოხდეს.