იაპონურმა კომპანია "კოსმომ", რომელიც სტიქიური უბედურებებისას ხალხის გადარჩენაზე მუშაობს, დაამზადა ჩოგბურთის ბურთის მსგავსი "ნოეს კიდობანი", რომელიც სახლში დიდ ადგილს არ იჭერს და შესაძლოა, ბავშვებმა სათამაშო სახლად გამოიყენონ.
მასში 4 მოზრდილი ადამიანი თავისუფლად ეტევა.
ცუნამისა და მიწისძვრისგან დამცავი "ბურთი" განსაკუთრებით მტკიცე მინა-პლასტიკური მასალისგანაა დამზადებული.
სიახლემ ტესტები წარმატებით გაიარა და ფირმას უკვე 600 შეკვეთა აქვს.