მიუნჰენის „ბაიერნის“ პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ინტერნეტ-პროექტ “Scondoo”-ში ფული დააბანდა.
ინტერნეტ-სერვისი ითვალისწინებს სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროგრამის მეშვეობით სუპერმარკეტებში პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების შეძენას მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით.
ლევანდოვსკისთვის ეს ინტერნეტ-პროექტში ფულის ჩადების პირველი შემთხვევაა და ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ბიზნესი წარმატებული იქნება.