კვების პროდუქტების შეფასება ყველგან და ყოველთვის არ ხდება კალორიულობის მიხედვით. მაგალითად, ამერიკელმა დიეტოლოგებმა სამხედროებისა და ასტრონავტებისთვის შეიმუშავეს განსხვავებული პირობითი ერთეულები იმის მიხედვით, თუ როგორ ითვისებს ადამიანის ორგანიზმი უმ ან მოხარშულ საკვებს. ამით კი განსაზღვრავენ იმ ყველა საჭირო ნივთიერების რაოდენობას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას.
დაადგინეს, რომ:
ა) მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ეს პირობითი ერთეული არ უნდა აღემატებოდეს დღეში 40 ქულას.
ბ) წონაში კლება იწყება მაშინ, თუ დღიური ნორმა არ აღემატება 40 ქულას.
გ) წონის შენარჩუნება ხდება 60 ქულამდ.
დ) წონაში მატება იწყება 60 ქულიდან ზემოთ.
თუ 8 დღის განმავლობაში შეძლებთ და თქვენი ქულათა რაოდენობა არ ასცდება 40-ს, დაიკლებთ 5,5 კილოგრამს.
მათთვის კი, ვინც დღის განმავლობაში ფიზიკურად დიდ ენერგიას ხარჯავს, ქულათა რაოდენობა დაახლოებით 5-10 ერთეულით არის მომატებული.
ამერიკული დიეტოლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ტკბილეულის, ცომეულისა და კარტოფილისგან. ერთი ნატეხი შაქარიც კი ძალიან ზრდის ქულებს, დანაყრების შეგრძნებას კი არ მოგიტანთ.