მსოფლიოში ყველაზე დიდი თმა აქვს ჩინელ ხი კიიუპინეს. ის მას 1973 წლიდან იზრდის. 2004 წლისთვის თმის სიგრძემ 5,6 მეტრი შეადგინა და ზრდა შეწყვიტა. დღემდე ამ სიგრძეს ინარჩუნებს.
ადამიანის კანის 95 პროცენტი თმით არის დაფარული. აბა, დააკვირდით, თმისგან თავისუფალი მხოლოდ ჩვენი ხელისგულები და ფეხისგულებია.
რადხაკან ბაჟპაი ინდოეთიდან გინესის რეკორდებში ერთი მიზეზით აღმოჩნდა: მის ყურებში ამოზრდილი თმა 25 სანტიმეტრს აჭარბებს.
შამპუნი დაახლოებით 100 წელზე მეტის არის. 1903 წელს გერმანიაში ქიმიკოსმა ჰანს შვარცკოფმა პირველმა წარუდგინა საზოგადოებას, სურნელოვანი, იისფერი თხევადი სითხე, რომელიც თმაზე ქაფდებოდა.
ქალები ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს და ამთქნარებენ, ვიდრე მამაკაცები.
დაძახებაზე ქალი მხოლოდ თავს აბრუნებს. კაცი კი მთელი ტანით ტრიალდება. იმიტომ, რომ მისი კისერი ქალის კისერივით ელასტიკური არ არის.
ძველ რომში ქალებს საკუთარი სახელები არ ჰქონდათ. მათ იმ გვარით მოიხსენიებდნენ, სადაც დაიბადნენ. მაგალითად, იულია – იულიუსების გვარიდან. თუ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იყო, მათ უბრალოდ ნომრავდნენ: სეგუნდა (მეორე), ტურცია (მესამე) და ასე შემდეგ...