„მოსამართლეებთან რამდენიმე შეხვედრას დავესწარი და შემიძლია გითხრათ, რომ ლევან მურუსიძე ჟესტიკულაციებით არეგულირებდა ვითარებას. მაგალითად, როგორც კი ხელს აწევდა, მოსამართლეები ადგებოდნენ, ხელს დაწევდა - დაჯდებოდნენ. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, შემზარავი იყო ამ კადრების ნახვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი, რომლის განცხადებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძეს დღესაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსამართლეებზე.
for.ge თამარ ლალიაშვილს ესაუბრა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო საბჭოზე ვიხილეთ მოსამართლეები, რომლებიც ძალიან კრიტიკულები იყვნენ მიმდინარე მოვლენების შეფასებებში. ესენი არიან ის მოსამართლეები, რომლებიც უმეტეს წილად ყოველგავრი მტკიცებულებების გარეშე იღებდნენ გადაწყვეტილებებს. რა ხდება იუსტიციის უმაღეს საბჭოში?
თამარ ლალიაშვილი: ხდება ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ისევ ძალაუფლება უნდა. კოტე კუბლაშვილის წასვლის შემდეგ, ახლად განხორციელებული რეფორმების ფონზე, სასამართლოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მურუსიძემ, რომელსაც თავისი გავლენის ქვეშ ჰყავს სასამართლო კორპუსის გარკვეული ნაწილი, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ყველა ვადევნებდით თვალს როგორ აირჩიეს მურუსიძე საბჭოს მდივნად და როგორ ჩაიგდო მან ძალაუფლება ხელში სწორედ ამ სასამართლო კორპუსის მეშვეობით, რომლებიც მიჩვეული იყვნენ კუბლაშვილის და მურუსიძის გავლენის ქვეშ ყოფნას. უშუალოდ მურუსიძე კი, კოტე კუბლაშვილის მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის გავლენის ქვეშ იყო.
მოსამართლეებზე გავლენის მოხდენის რა სქემა არსებობდა?
- სქემა იყო ასეთი - კუბლაშვილი დავალებას ღებულბდა სააკაშვილიგან და ადეიშვილისგან, რომელიც შემდეგ ავალებდა მურუსიძეს, ხოლო მურუსიძე ამ ბრძანებას გადასცემდა მოსამართლეებს და ამის შემდეგ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. მურუსიძეს დღეს თავის ზემოქმედების ქვეშ ჰყავს სასამართლო კორპუსი.
ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ არც ერთი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა არ არის დაწყებული, მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ არის შესული საჩივარი დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით?
- ვიდრე მურუსიძის ხელში იქნება ამის უფლება, არც ერთი მოსამართლის წინააღმდეგ არ დაიწყება დისციპლინარული დევნა. ძალაუფლებას იყენებს იმისათვის, რომ მორჩილებაში ჰყავდეს მოსამართლეები. ყოველ შემთვევაში ეს იმ მოსამართლეთა დიდი ნაწილია, რომლებმაც იმ 22 ათას საქმეზე მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება, რომლებიც დღეს სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ამ მოსამართლეების წყალობით ქვეყანას 200 პოლიტპატიმარი ჰყავს. ასეთი მოსამართლეების ფსიქოლოგია ერთ დღეში არ შეიცვლება. იგივე, ავიღოთ თამაზ ურთმელიძის ბოლო გადაწყვეტილება, ჯერ დანიშნა დროებითი მმართველები, მერე შეცვლა მისი გადაწყვეტილება. ეჭვი მაქვს, რომ მურუსუძის გავლენის ქვეშ იყო.
ანუ, მურუსიძეს დღესც გავლენა აქვს მოსამართლეებზე?
- დიახ, დღესაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსამართლეებზე. მოსამართლეებთან რამდენიმე შეხვედრას დავესწარი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი ჟესტიკულაციებით არეგულირებდა ვითარებას. მაგალითად, როგორც კი ხელს აწევდა მოსამართლეები ადგებოდნენ, ხელს დაწევდა - დაჯდებოდნენ. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, შემზარავი იყო ამ კადრების ნახვა. უნდა გააჩერებს მოსამართლეებს, უნდა არა.
მე ვიცი, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მურუსიძემ. სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ ცვლით, რადგან კანონი ამის უფლებას ანიჭებს და თავისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესანიშნავად იყენებს და მართავს მთელს სასამართლო კორპუსს.
შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მურუსიძის ხელით ჩიხში შეჰყავს პროცესები?
- რა თქმა უნდა. მე ყველა მოსამართლეს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ უმრავლესობა მოქცეულია მურუსიძის გავლენის ქვეშ.
გარდა მურუსიძისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვინ არიან ის მოქმედი მოსამართლეები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ გადაწყვეტილებებში, როგორც მურუსიძეს და ისეთივე მიუღებელნი არიან საზოგადოებისთვის, როგორც მურუსიძე?
- საბჭოს წევრი არის კუბლაშვილის მოადგილე ზაზა მეიშვილი, რომელიც მურუსიძესთან ერთად მონაწილეობდა სულხან მოლაშვილის საქმეში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი მურუსიძის გავლენის ქვეშ არის. ამაზე მეტყველებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ის წინააღმდეგობა, რომელსაც უწევენ ახალ და თანამედროვე იდეებს. მაგალითად, იგივე საქმის ელექტრონული განაწილების შემოღება, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს საქმესთან არ ჰქონდეს შემხებლობა და კომპიუტერის მეშვეობით მოხდეს საქმე ნებისმიერ მოსამართლესთან. დღეს კანონს არღვევენ სასამართლოს თავმჯდომარეები, როდესაც საკუთარი ხელით ანაწილებენ საქმეებს მოსამართლეებზე. ამ ინოვაციას რატომღაც ეწინააღმდეგება მოსამართლეთა ნაწილი და სასამართლოს თავმჯდომარეები.
ტრაგიკომედიაა ადამიანს, რომელსაც პირდაპირ ვიტყვი, რომ სისხლიანი ხელები აქვს, ადამიანს, რომელსაც საშინელ გადაწყვეტილებებზე აქვს ხელი მოწერილი, რომლის გადაწყვეტილებებს ევროპული სასამართლო უკანონოს უწოდებს, ბედვას და მაღალი ტრიბუნიდან მოქალაქეებს გვესაუბრება სასამართლიანობაზე და მართლმსაჯულების მწვერვალად ქცევაზე.
ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა ლალი ლაზარაშვილი სწორედ მურუსიძის ხელის აწევის შედეგად გაანთავისუფლეს. უფრო სწორედ კი, აიძულეს დაეტოვებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა. მაშინ მურუსიძე არ იცავდა არავის ინტერესებს, მაშინ არ აინტერესებდა მართლმსაჯულება და კანონი, რომელსაც თვითონ არღვევდა. ლალი ლაზარაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი, მაგრამ არავის არც აინტერესებს. საკონსტიტუციოს ახსოვს მხოლოდ გიგი უგულავა და „რუსთავი 2“. ჩვეულებრივი მოქალაქის ბედი მათ არ აინტერესებთ.
ცობილია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობისთვის ემზადება. აქვს შანსი, რომ გახდეს მოსამართლე?
- ძალიან დიდი შანსი აქვს იმისა, რომ გახდეს მოსამართლე. კიდევ ერთელ ვიმეორებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან მოსამართლეები, რომლებმაც მურუსიძესთან ერთად ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც ძალიან მტკივნეულია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებმაც იმ უსამართლობის ქარ-ცეცხლში გაიარეს. ადამიანის უფლება, ღირსება და სიცოცხლე გათელილი იყო. უსულო საგნად მიიჩნევდნენ ადამიანებს. ამ სისტემის ნაწილი იყო მურუსიძე.
მურისიძე, რომელიც წლების განმავლობაში აკეთებდა უკანონობას, ბუნებრივია, რომ აპირებს ამის გაგრძელებას. მან იცის, როგორ უნდა ყავდეს მოსამართლე მორჩილებაში. იმ შემთხვევაში, თუკი გახდება აპელაციის მოსამართლე, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც წლების განმავლობაში ატარებდა, მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რაც მისი პოლიტიკური ძალისთვის იქნება მისაღები. დიახ, მურუსიძე დღეს თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და ამიტომაც ნაციონალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მურუსიძის გამწესება სააპელაციოში. ყოფილი ხელისუფლებისთვის მურუსიძის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენ ამბობთ, რომ დაუშვებელია მურუსიძის სასამართლო სისტემაში დაბრუნება, მაგრამ როგორ აპირებთ ხელის შეშლას, მაშინ როდესაც მის ხელშია იუსტიციის უმაღლესი საბჭო?
- ჩვენი აქტიურობით ვაპირებთ დავანახოთ საზოგადოებას, რომ არ შეიძლება მურუსიძის მოსამართლედ დამტკიცება. მოსამართლეებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ, რომ არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ ხომ ჩემზე უკეთესად იციან რას აკეთებდნენ მაშინ და დღესაც. ამ უკანონობას წერტილი უნდა დაესვას. მოსამართლეებმა უნდა შეინარჩუნონ დამოუკიდებლობის ხარისხი.