გულის დაავადებებს თაფლი შველის

გულის დაავადებებს თაფლი შველის

გულის ნებისმიერი დაავადების დროს, როდესაც კუნთები საგრძნობლად დასუსტებულია, შესამჩნევ შედეგს იძლევა ერთი ან ორი თვის განმავლობაში დღე-ღამეში 50 გრამი თაფლის მიღება. ასეთი მკურნალობით უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა, გულ-სისხლძარღვთა ტონუსი და ჰემოგლობინის ბალანსი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს თაფლი გამოიყენება სხვა კომპონენტებთან ერთადაც. ამ შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი ერთიორად იზრდება. აიღეთ 2 ჩაის ჭიქა ასკილის ნახარში, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კურსის ხანგრძლივობა ხუთი-ექვსი დღეა. შემდეგ რამდენიმე დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

გულის, ჰიპერტონიული დაავადებისა და უძილობის დროს, 1 ჩაის ჭიქა „ბორჯომში“ გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და მიიღეთ დილას უზმოზე და საღამოს – ძილის წინ.

კარგ შედეგს იძლევა ჰიპერტონიული დაავადების დროს შემდეგი ნარევიც:

1 ჩაის ჭიქა წითელი ჭარხლის წვენს, 1 ჭიქა სტაფილოს წვენს, 1 ჭიქა წყალს და ერთი ცალ ლიმონის წვენს დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.