ფერების „თერაპია“

ფერების „თერაპია“

ფიქრობთ, რომ არჩევანის გაკეთება წითელსა და ლურჯს შორის მხოლოდ გემოვნების საქმეა? – არა! ფსიქოლოგებმა დიდი ხანია, აღმოაჩინეს და დაამტკიცეს ფერების კავშირი ადამიანის ხასიათთან. ახლა ქალის და ფერების „ურთიერთობას” განვიხილავთ.

წითელი – ძალიან მოსწონთ აქტიურ, მიზანდასახულ, პრინციპულ და ჯიუტ ქალებს. მათ იციან, რომ აქვთ ლიდერის მონაცემები და აქვთ კიდეც ამბიცია, მართონ სიტუაცია. ხშირად არღვევენ სტერეოტიპებს და მოძრაობის წესებს.

ყვითელი – შემოქმედებით ქალბატონებს ყვითელი ფერი უყვართ. მართალია, ისინი უყურადღებოები, მოუწესრიგებლები და დაბნეულები არიან, მაგრამ არ აკლიათ ზრდილობა და თავმდაბლობა.

მწვანე – თუ ქალი ირჩევს მწვანე ფერს, იცოდეთ, მისთვის მთავარი დაცულობის განცდაა. პედანტურად აკურატულები და მოწესრიგებულები არიან. ზუსტად იციან, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებიც.

ლურჯი – ასევე, ცისფერის მოყვარული ქალბატონები ყოველთვის იმარჯვებენ საკუთარ გრძნობებზე. მოქმედებენ გონების კარნახით და რომანტიზმი ჰობი ჰგონიათ.

იისფერი – იისფერის მოყვარულები შედარებით ცოტაა. სამაგიეროდ, მათი შინაგანი სამყარო ძალიან მდიდარია. უყვართ მშვიდი მუსიკა, ოჯახი და ნაზი სურნელი.

ნაცრისფერი – ამ ფერის თაყვანისმცემელ ქალბატონებს არ უყვართ, ყველას აჩვენონ თავისი ნამდვილი „მე”. პრაქტიკულები, ხელმომჭირნენი და ურთიერთობაში მკაცრები არიან. სამაგიეროდ, ერთგულებიც.

თეთრი – ეს ქალბატონები ყველაფერში ერკვევიან. მათ ყველაფერი იციან და ყველაფერი აინტერესებთ. ზოგჯერ, თავისსავე ცნობიერებას ისინი ჩიხშიც კი შეჰყავს.

შავი – შავი ფერის სიყვარული ძალაუფლების სიყვარულთან ასოცირდება. ამიტომაც შავი ფერის თაყვანისმცემელი ქალები ამპარტავნები, ქედმაღალნი არიან და ყველას საკუთარ უპირატესობას უმტკიცებენ.