ბალზაკი: სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს – კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ.
ნაპოლეონი: ომი მოიგო არა იმან, ვინც კარგი რჩევა გასცა, არამედ იმან, ვინც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, და მისი შესრულება ბრძანა.
რონი: ნუ ისწრაფით იქით, სადაც ადვილია – ისწრაფეთ იქით, სადაც უკეთესია. ნუ ისწრაფით, არ შეამჩნიოთ პრობლემა – ისწრაფეთ თქვენი ცოდნის ასამაღლებლად. ნუ ისწრაფით გაექცეთ ბრძოლას – ისწრაფეთ, ყველა ძალა იხმაროთ.
გერცენი: ყოველი ახალი თაობა ამსხვრევს ძველი თაობის მსოფლმხედველობას; რაც უწინ ურყევად გვეჩვენებოდა, ის დღეს ინგრევა; აბსოლუტური, მარადიული ჭეშმარიტებანი მხოლოდ არაისტორიული ხალხებისთვის არსებობენ.
როხასი: ჭეშმარიტი ღონე და ძლიერება ისაა, რომ ადამიანებს მოვუტანოთ სარგებლობა და არა ზიანი. მთავარი ადამიანში კი – კეთილი განზრახვებია.
ვოვენარგი: ფლობდე საუბრის ხელოვნებას – არც ერთ სხვა საქმიანობას არ სჭირდება იმდენი კეთილგონიერება, რამდენიც საუბარს, თუმცა, ამაზე ჩვეულებრივი და ყოველდღიური არაფერია. აქ შეიძლება ბევრი დაკარგო ან ბევრი მოიპოვო.
ნიცშე: თუ ვერ შეძელით დიდი საქმეების გაკეთება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვარგოდით? თუ თქვენ არ ვარგიხართ, განა ნიშნავს იმას, რომ არ ვარგა თვით ადამიანი? და თუ არ ვარგა ადამიანი – რა ვუყოთ, მაინც წინ!
დელაკრუა: მუდმივად და მკაცრად შესრულებული რომელიმე საქმე, აწესრიგებს დანარჩენ ყველაფერს ცხოვრებაში და ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს.
პასკალი: სახელის მოხვეჭისთვის – ყოველგვარი სიმწრის, ყოველგვარი შეცდომისა და სხვა მისთანათა მიუხედავად, სიამაყე ისე ღრმად გვაქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ უყოყმანოდ გავწირავთ ყველაფერს, თვით სიცოცხლესაც, ოღონდ მოყვასთა ყურადღება მივიპყროთ.
ლაო ძი: მე ვფლობ სამ საგანძურს, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები მათ. პირველს ჰქვია – სიყვარული, მეორეს – ზომიერება, მესამეს – მორჩილება. მორჩილება, ანუ ის, რისი წყალობითაც სიმშვიდე მეუფლება.
ბეკონი: ცოდნას უნდა დაეწაფო არა პაექრობის, არა სხვათა დამცირებისა და დაჩაგვრის, არა მოგების, დიდების, ძალაუფლების ან სხვა რამ მიზნისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრებაში ხალხს სარგებლობა მოუტანო.
ზოლა: თუ სიკეთეს დაფარავთ და მიწაში ჩამარხავთ, უსათუოდ გაიზრდება და ერთხელაც იქნება, ისეთ ძალას მოიპოვებს, თავის გზაზე ყოველივე ბოროტს წალეკავს.
ჯონსონი: თუ გინდა, რომ ადამიანი გიყვარდეს, შეიყვარე განსჯით და არა გულით.
საადი: სიცრუე მძიმე დარტყმას ჰგავს – თუ ჭრილობა მორჩება, ნაჭრილობევი მაინც დარჩება.
ჰორაციუსი: სიცილი სერიოზულის ერთადერთი გამოცდაა და სერიოზულობა – სასაცილოსი. საეჭვოა ის საგანი, რომელიც დაცინვას ვერ იტანს და ცრუა ის ხუმრობა, რომელიც სერიოზულ გამოცდას ვერ უძლებს.
მოპასანი: ძალიან ცუდია, როდესაც ქალსა და მამაკაცს სიყვარულის გარდა, არაფერი საერთო არ გააჩნიათ.