რას მალავენ მამაკაცები...

რას მალავენ მამაკაცები...

მამაკაცები გულმოდგინედ მალავენ თავიანთ კომპლექსებს. დიახ, მათ ისევე აქვთ კომპლექსები, როგორც ქალებს და ამაში არაფერია გასაკვირი, თუმცა, გულდასმით ცდილობენ მათ გადაფარვას სხვადასხვა მეთოდებით. ქალები კი, უმრავლეს შემთხვევაში, კომპლექსებს საერთოდ არ მალავენ და სწორედ ეს განასხვავებს ერთმანეთისგან ქალებსა და მამაკაცებს.

რისი კომპლექსი შეიძლება აწუხებდეს კაცს?

მამაკაცების ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს სიდაბლის კომპლექსი – დაბალი მამაკაცები ამას ძალიან განიცდიან. მართალია, არ აღიარებენ, მაგრამ, მთელი ცხოვრება ნერვიულობენ. თუ დაბალი მამაკაცი თანამდებობას მიაღწევს, შეეცდება, თავის გარშემო მაღალმა მამაკაცმა არ გაიჭაჭანოს...

ასევე, კაცებს აქვთ გამელოტების შიში – მას თმა სცვივა, ის თავს გადაიპარსავს, რათა ეს პრობლემა შეუმჩნეველი გახადოს; გაგიკვირდებათ, მაგრამ, მამაკაცს აქვს პაემნის შიში, მით უმეტეს – პირველი პაემნის. ამას ის არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, მაგრამ, შეიძლება, ქალს საერთოდ არ შეხვდეს, თუ თავად ქალმა არ იაქტიურა; კაცებს ეშინიათ მამობის, თუმცა, ძნელად მოძებნით ისეთს, რომელიც ამას ხმამაღლა აღიარებს.

მამაკაცებს (ყოველ შემთხვევაში, მათ საკმაოდ დიდ ნაწილს) ძალიან ეშინია... სიბერის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ, ასაკის მატებასთან ერთად, თავისზე გაცილებით უმცროს ქალთან ურთიერთობის სურვილი უჩნდებათ – ასე ცდილობენ, დაძლიონ კომპლექსი. ქალებმა უფრო ეფექტურ საშუალებას მიაგნეს – სიბერეს თანამედროვე მეთოდებით ებრძვიან; კაცები კი... რა ქნან – კომპლექსთან გამკლავება ადვილი არ არის...