ჩრდილოეთ ავღანეთში ტერორისტული ჯგუფების მოქმედების გაძლიერებასთან დაკავშირებით, დსთ-ს ქვეყნები შერეული სასაზღვრო შენაერთების შექმნას და გაძლიერებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმერ პუტინმა სოფელ ბურაბაიში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
პუტინის აზრით, ავღანეთის ჩრდილოეთში ტერორისტული ჯგუფების მიზანია, აზიის ცენტრალურ რეგიონი შეჭრა და საბრძოლო მოქმედებების იქ გადატანა.
„ტერორისტების მიზანია ცენტრალურ აზიაში შეჭრა. აუცილებელია უზრუნველვყოთ დსთ-ს ქვეყნების ანტიტერორისტული ცენტრის მოქმედება, გავაგრძელოთ უშიშროების სამსახურის კოორდინირებული მუშაობა და ინფორმაციების გაცვლა. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ უზბეკეთის პრეზიდენტს, რომელიც ავღანეთში შექმნილ მდგომარობაზე შეშფოთებით საუბრობდა. იქ სულ უფრო მეტი ტერორისტული დაჯგუფებები იყრის თავს, აძლიერებს გავლენას და არ მალავს სამომავლო გეგმებს. ჩვენ ამ სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა პუტინმა.
ყაზახეთის სოფლ ბურაბაიში დსთ-ს ქვეყნების შეხვედრაზე პუტინი გარდა, მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა.
პუტინის განცხადებით, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ავღანეთს ესაზღვრებიან და პირველნი შეიძლება სწორედ ისინი დაზარალდნენ, ამიტომ საჭიროა დსთ-ს ქვეყნებმა ერთიანი სამხედრო კონცეფცია შეიმუშაონ 2016-20 წლებისთვის.
„ეს კონცეფცია საშუალებას მისცემს კავშირს ჩამოაყალიბონ სპეციალური სამხედრო ფორმირებები, რომლებიც საზღვრების დაცვას შეძლებენ. შემუშავებული დოკუმენტები მნიშვნელოვნად გაზრდიან ტრანსნაციონალურ დანაშაულთან და ნარკოტრაფიკთან ბრძოლის შესაძლებლობებს“,-აღნიშნა პუტინმა.
რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ავღანელ გენერალ აბდულ-რაშიდ დუსტუმომთან შეხვედრის შემდეგ, Instagram-ში საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა სათაურით „რუსეთი ისევე დაუჭერს მხარს ქაბულს, როგორც სირიას“. კადიროვის განმარტებით, დუსტუმომის განცხადებით, „ისლამური რესპუბლიკა“ ცდილობს ავღანეთი თავის პლაცდარმად აქციოს.
„ამ მუქარის აღსაკვეთად, ქაბულს სჭირდება რუსეთის დახმარება ისევე, როგორც სირიაში“, - წერს კადიროვი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
კადიროვის განცხადებას დაეყრდნო თუ რეალურად იგრძნო საშიშროება ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თეთრმა სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკულ სამხედროებს ავღანეთი სამხედრო მისია 2016 წლის შემდეგაც გაუგრძელდებათ.
„იმის ნაცვლად, რომ 2016 წლის ბოლოსთვის ამერიკა მხოლოდ საელჩოს დონით შემოიფარგლოს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ავღანეთში ბაზას შევინარჩუნებთ 5500 სამხედროს ოდენობით“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ისინი მოკავშირეებთან ერთად გაივლიან საკითხებს, რა სამხედრო ძალებით შეუძლიათ ავღანეთს დახმარება განაგრძონ 2016 წლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თალიბანმა ამერიკას და რუსეთს „ჯიჰადი“ ღიად გამოუცხადა. ისლამური სახელმწიფოს პრესმდივანი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი აუდიომიმართვაში მუსლიმებს რუსი და ამერიკელი „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ „წმინდა ომის“ დაწყებისკენ მოუწოდებს.
ნორვეგიული გამოცემა Verdens Gang-ი „ფრონტ ან-ნუსრა“ წარმომადგენლებთან ინტერვიუს აქვეყნებს.
„პუტინი ჩვენი მტერია. ბევრი ჩვენგანი რუსეთის წინააღდეგ იბრძოდა კავკასიაში და ჩვენ ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მათ“,-განაცხადა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგნელმა აბუ უბაიდ ალ-მადანიმ.
საინტერსოა, რომ ინტერვიუ მან ნორვეგიულ გამოცემას რუსულ ენაზე მისცა. ალ-მადანი 24 წლისაა, წარმოშობით უზბეკეთიდან და ის დიდი ხანია იბრვძის სირიაში.
„ბაშარ ასადი ტირანია, რომელიც კლავს და ხოცავს მუსულმანებს, არ ინდობს არც ქალებს და არც მოხუცებს. ის ისლამის და სირიელი ხალხის მტერია. ჩვენ მოჯაჰედები, ათი ათასობით მოჯაჰედი, მზად ვართ სიცოცხლე გავწიროთ ჩვენი მიზნებისთვის. მზად არინ რუსი ჯარისკაცები პუტინის ეგოიზმს და სურვილებს შეეწირონ?“, - აღნიშნავს ალ-მადანი.
რას ფიქრობენ ამის შესხებ ექპერტები? BBC კარნეგის მოსკოვის ცენტრის დირექტორ ალექსეი მალაშენკოსთან ინტერვიუს აქვეყნებს.
„ვფიქრობ, რომ სიტუცია საკმაოდ დაძაბულია. ისინი იძულებულნი არიან რომ თავის შესახებ შეგვახსენონ, წინაღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავის სისუსტეს გამომჟღვნებენ. მხედველობაში მაქვს „ისლამური სახელმწიფო“. მათ, ისევე როგორც პუტინს, სისუსტის გამომჟღავნება არ შეუძლიათ. არ გამოვრიცხავ, რომ სამწუხაროდ, რაიმე მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სად, როგორ მასშტაბებში, ეს არავინ იცის - არც რუსეთის უშიშროების სამსახურმა და არც „ისლამურმა სახელმწიფომ“, - აღნიშნავს მალაშენკო.