თურქეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის მიმართ ზეწოლა დღითდღე მატულობს. ქვეყნის ყველაზე მაღალტირაჟიანი ინგლისურენოვანი გაზეთის "Today's Zaman" მთავარი რედაქტორი ბიულენთ ქენეში სოციალური მედიით გამოქვეყნებული მესიჯების გამო დააპატიმრეს. ქენეში გუშინ საღამოს პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დაპატიმრებულ იქნა. ქელეშმა, მთავარი ოპოზიციური ძალის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს სიტყვები კომენტარის დამატების გარეშე სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა, რაც მას „პრეზიდენტის შეურაცხყოფად“ ჩაეთვალა. განსაკუთრებით 17-25 დეკემბრის კორუფციისა და კრთამის აღების შესახებ გამოძიების დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ თავისუფალ მედიაზე ზეწოლა გაზარდა და პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით ჟურნალისტების მიმართ საჩივარის შეტანა დაიწყო.
ოპოზიციურად განწყობილი ყველა ძალის წინააღმდეგ დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებული "პრეზიდენტის შეურაცხყოფის" ბრალდება ამჯერად ბიულენთ ქენეშს წაუყენეს. ქენეშის მიერ Twitter-ის საშუალებით სხვადასხვა დროს გაზიარებული მესიჯები დანაშაულად ჩაითვალა. გამოძიების კიდევ ერთი საგანი Twitter-ის საშუალებითა გაზიარებული კარიკატურა იყო. ქენეშმა ისეთი ქარიკატურა გაიზიარა, რომელსაც არც არავისი სახელი და არც არანაირი ინსტიტუტის სახელწოდება ჰქონდა მაგრამ მაინც „პრეზიდენტის შეურაცხყოფის“ ბრალდება წაუყენეს. ქენეშმა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს სიტყვები - "როგორც შენ იპოვე გამოსავალი მასეთ გზას ჩვენ არ ავირჩევთ, ფულები როგორც გაანულე ვიცით“ - გაიზიარა, რაც ბრალად წაუყენეს.
ქენეში: „თუ თქვენ გაჩუმება არ გინდათ ვერვინ ვერ გაგაჩუმებთ“
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქენეშმა, პრესასთან განცხადება გააკეთა სადაც მან ბოლო დროს ჟურნალისტების მიმართ მომატებულ ზეწოლას ხაზი გაუსვა. ქენეშმა ისიც გაიხსენა, რომ ხელისუფლება, საზოგადოებამ ოპოზიციურად განწყობილ სატელევიზიო არხებს რომ არ უყურონ ამისათვის სამუშაოებს აწარმოებს. ქენეშმა, "შეიძლება გაჩუმება უნდათ მაგრამ თუ თქვენ გაჩუმება არ გინდათ ვერვინ ვერ გაგაჩუმებთ. ქვეყანის, უკანონო, თვითნებურ, რეპრესიულ, დესპოტურ მართვის სისტემად გადაქცევას რაც შემეძლება შევეწინააღმდეგები" - განაცხადა მან.
ქენეშის დაპატიმრებას მკაცრი რეაქცია მოჰყვა
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ფრიდომ ჰაუსის განცხადება
"არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ბიულენთ ქენეშის დაპატიმრება, მედიის მიმართ განხორციელებული სასტიკი ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია, რის გამოც ძალიან შეშფოთებულები ვართ. მედიის ატმოსფერო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ოპონენტების მიმართ ზეწოლა ძალიან შემაშფოთებელია"- ნათქვამია განცხადებაში.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: „ბიულენთ ქენეში დაუყოვნებლივ გაათავისუფლდეს“
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) Today's Zaman-ის მთავარი რედაქტორის ბიულენთ ქენეშის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი იოჰან ბიჰარი, ბიულენთ ქენეშის დაკავებას გამოეხმაურა. "ეს სკანდალია. დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს" - ამ სიტყვებით აფასებს ბიჰარი და დასძენს, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია, ეს თან თურქული კონსტიტუციისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევაა.
აშშ-ის განცხადება: „ეს დემოკრატია არ არის“
აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაგ ფრანცმა, ბიულენთ ქენეშის დაპატიმრება მკაცრად გააკრიტიკა.
"ჩემს თურქ მეგობრებს შევახსენებ, რომ ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის და ბიულენთ ქენეში Twitter-ზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამო დაკავებულია. ეს დემოკრატია არ არის" - განაცხადა მან.
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი: „ბიულენთ ქენეში დაუყოვნებლი უნდა განთავისუფლდეს“
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) გაკეთებულ განცხადებაში, "CPJ-ი, ბიულენთ ქენეშის დაპატიმრებას გმობს" - ნათქვამია განცხადებაში. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ დემოკრატიის მიმართ ასეთი მიდგობა, ქვეყნებს რომლებსაც ევროკავშირში შესვლის სურვილი აქვთ, არ შეეფერებათ.
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) სახელით განცხადება ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვამ გააკეთა. "თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებთ შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა და დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ბიულენთ ქენეში" - ნათქვამია CPJ-ს განცხადებაში.