„იმიტომ ერქვა სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“, რომ რეგიონის ფონზე გამოვიყურებოდით კარგად“

„იმიტომ ერქვა სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“, რომ რეგიონის ფონზე გამოვიყურებოდით კარგად“

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რეგიონში მდგომარეობა უარესდება. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიერნ იაგლანდმა განცხადებით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ვითარება „დრმატულად გაუარესდა“. ევროსაბჭოს ექსპერტები კი ქვეყანაში ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

„დამოკიდებულება უფლებადამცველთა მიმართ მკვეთრად გაურესდა. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ აქტივისტს იჭერენ. ევროსაბჭომ ციხეში მათი ყოფნის მიუღებელ პირობებზე საგანგაშო ინფორმაცია მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროსაბჭოს ექსპერტები იმ სამუშაო ჯგუფში მუშაობდნენ, რომელიც ბაქოში 2014 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. აღნიშნულ ჯგუფში გაწევრიანებულნი იყვნენ აზერბაიჯანის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვაც, რომელსაც 1-ელ სექტემბერს 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში, გაუარესდა თუ არა ბოლო პერიოდში მდგომარეობა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სასომხეთში და რამდენად შეიძლება ხელი შეუშალოს რეგიონის მიმართ გაკეთებულმა შეფასებებმა საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვაში? „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია For.ge-ს ესაუბრა.

მართლაც ასე რთულდაა ამ კუთხით აზერბაიჯანში ვითარება, რომ ევროპელი ექსპერტები ქვეყანაში მუშაობაზე უარს ამბობენ?

- სამწუხაროდ, აზერბაიჯანში მართლაც რადიკალურად გაუარესდა ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით მდგომარეობა. აღიარებულია და არავინ დავობს, რომ მათ ჰყავთ პოლიტპატიმრები, რომლებსაც ძალიან ცუდად ექცევიან საპატიმროებში. იქ არის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებსაც პირადად ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან ვწუხვარ და განვიცდი მათ მდგომარეობას. იმის გამო, რომ დისტანციურად, ევროპიდან და ამერიკიდან ჩვენ განგვიხილავენ, როგორც ერთ რეგიონს - კავკასიას და იმის მიუხედავად, რამდენად დიდია განსხვავება ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ამ კუთხით, მაინც იგულისხმება, რომ რეგიონში რთული ვითარებაა, იმიტომ, რომ ჩვენს მეზობლად ასეთი საშინელებები ხდება და ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ ამ პროცესებზე და ვერ ვაუმჯობესებთ მდგომარეობას. იგივე მდგმარობაა სასომხეთშიც.

იმიტომ ერქვა სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“, რომ რეგიონის ფონზე გამოვიყურებოდით კარგად, თორემ დემოკრტია საქართველოში არ ყვაოდა.

რა მდგომარეობაა სომხეთში?

- სომხეთში საკმაოდ მძიმე და რთული მდგომარეობაა. იქ მედიას ერჩიან და მედია ძალიან შევიწროებულია. გამოხატვის თავისუფლებას გააჩნია სერიოზული პრობლემები. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან საუკეთესო ვითარებაა, მაგრამ არც სომხეთი გამოირჩევა ძალიან კარგად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყოველთვის ჩვენ მეზობლებთან ერთად მოგვიხსენიებენ. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა განიხილება როგორც ერთი ერთეული.

როგორ შეაფასებთ საქართველოში ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მოვლენებს, რამდენად გაუმჯობესებულია ამ მხრივ სიტუაცია?

- სამწუხაროდ, საქართველოში ისევ იმ კუთხით არის პრობლემა, რომ დარღვეული უფლებების აღსადგენად სამართლებრივი საშუალებები არმც და არამც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დარღვეული უფლებები და სამართლიანობა აღსდგეს. ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს და ეს ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით. იმის მიუხედავად, რომ რაღაცეები გამოსწორდა და მართლაც გვაქვს პროგრესი, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს, რომ დარღვეული უფლებები აღსდგეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

საქართველოში საზოგადოება ყოველთვის გამოხტავდა აქტიურად პროტესტს, როდესაც ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ბოლო პერიოდში გააქტიურდა სასომხეთიც. გვახსოვს, დენის ტარიფებთან დაკავშირებით მათი საპროტსტო გამოსვლები. თუმცა, აზერბაიჯანული საზოგადოება ამ მხრივ აქტიურობას, ფაქტობრივად არ ამჟღავნებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აზერბაიჯანში ბევრად ტოტალიტარული რეჟიმია, ვიდრე სასომხეთში?

- რა თქმა უნდა. აზერბაიჯანში წლების განმავლობაშ ხდება მასობრივი გამოსვლების უკანონო დარბევა და ეს ხდება ზედიზედ. ამას აქვს მიზანმიმართული ხასიათი, რომელმაც საზოგადოება ბოლოს და ბოლოს დაატერორა. სომხეთში ამას აქვს ხოლმე პერიოდული ხასიათი და არ არის სისტემატური. ჩვენთანაც მსგავსი მოვლენები, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, სამწუხაროდ. ტენდენცია და დინამიკა რთულია ამ თვლასაზრისით.

თქვენ ახსენეთ, რომ სამივე რესპუბლიკას ერთ კონტექსტში განიხილევენ რეგიონის მიმართულებით. რამდენად შეიძლება ამან ხელი შეუშალოს საქართველოს მიღწევებს საერთაშორისო ასპარეზზე მოკლევდიან ან გრძელვადიან გეგმებში?

- ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ერთი რეგიონი. ძალიან უნდა ვცდილობდეთ, რომ დავუახლოვდეთ ერთმანეთს და იყოს პოლიტიკური ნების უნიფიცირებული მიდგომა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების მიმართ მაინც, გვქონდეს შესაძლებლობა, კეთილი ნების გავლენა მოვახდინოთ ერთმანეთის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. სამწუხაროდ, ხდება პირიქით. როდესაც ტოტალიტარული გამოვლინებები ხდება მეზობელ ქვეყნებში, ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა მოახდინოს პოლიტიკური ელიტის მიბაძვა, რადგან ძირითადად, მიბაძვა უარყოფითის კუთხით ვლინდება-ხოლმე. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, რომ ვართ ერთი ეკონომიკური ერთეული, რომელსაც ძალიან ბევრი საერთო უნდა ჰქონდეს, ჩვენ ვერც ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, იმიტომ, რომ ევროკავშირი ჰარმონიზაციის საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში. კულტურული, ისტორიული ტრადიცული თუ სხვა განსხვავები არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი, რომ უფრო და უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ადამიანის უფლებები ამ თვალსაზრისით უნივერსალურია და რაიმე განსაკუთრებულს არ მოითხოვს. განსხვავებულობა და მრავლფეროვნება ხელს არ უნდა გვიშლიდეს პატივი ვცეთ ადამიანის უფლებების დაცვას.

თუკი ჩვენ, სამივე სახელმწიფოს გვექნებოდა მცდელობა გაგვეუმჯობესებინა ურთიერთობები, ეს იქნებოდა საუკეთესო ისევ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენ განვეხილეთ როგორც დემოკრატიის გზაზე მდგარი რეგონი, რომლის მიმართაც პოზიტიური დამოკიდებულება, დახმარების გაგრძელება და ხელშეწყობა ნამდვილად ღირს.