რას ელოდებიან ალ-ნუსრა, ოლანდი, ობამა და პუტინი?

რას ელოდებიან ალ-ნუსრა, ოლანდი, ობამა და პუტინი?

Newsweek -ის მიერ გავრელებული ინფორმაციით, ალ-ნუსრას დაჯგუფებამ, რომელიც ალ-ქაიდას ტერორისტულ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული, სპეციალური მოწოდება გაავრცელა. ისინი ტყვედ აყვანილ თითოეულ რუს სამხედრო მოსამსახურეში 5300 ამერიკულ დოლარს ანუ მილიონამდე სირიულ ფუნტს იხდიან.

„გმირო ძმებო მოჯაჰიდებო! თითოეულ რუს ჯარისკაცზე მილიონით დაჯილდოვდებით“, -ამ ვიდეო-მოწოდებით მიმართა ალ-ნუსრის ფრონტის ლიდერმა აბუ ჰასან ალ-კუვაიტიმ თანამემამულეებს.

სანამ ალ-ნუსრას დაჯგუფება ტყვე რუსი ჯარისკაცების მოლოდინშია, სიტუაცია რუსეთსა და თურქეთს შორის კიდევ უფრო დაიძაბა. მართალია, კრემლმა ღიად მოიბოდიშა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, მაგრამ ოფიციალურმა ანკარამ რუსეთის ქმედებებს მაინც „მიუღებელი“ უწოდა. გერმანული გამოცემის Deutsche Welle-ის ინფორმციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპოზიციას „სერიოზული შეცდომა“ უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი ამგვარი ქმედებებით, თვითიზოლაციაში იგდებს თავს.

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას უახლესი განცხადებით, რუსეთის ქმედებები სირიაში მის სისუსტეზე მეტყველებს. რუსეთი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ ასადის მხარდაჭრა, სულაც არ არის წარმატებული ხანგრძლივი სტრატეგია და პუტინის ქმედებები საერთაშორისო არენაზე რუსეთის, როგორც მოთამაშის პოზიციებს ასუსტებს.

„პუტინს ეს ყველაფერი შიდა რეიტინგის გაზრდისთვის სჭირდება. ეს ყველაფერი კი ადვილი მოსაგვარებელია, თუ ქვეყანაში კონტროლირებადი მედია გყავს. პუტინმა კი ყველაფერი, რაც თავის პოსტზე ყოფნისას გააკეთა ის არის, რომ შეუქმნა რუსეთს ცუდი რეპუტაცია“, - განაცხადა ობამამ და აღნიშნა, რომ სირიის საკითხში რუსეთს მხარს მხოლოდ ირანი უჭერს, დანარჩენი მსოფლიო კი ამერიკის მხარესაა.

საფრანგეთის პრეიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ვლადიმერ პუტინს სამი მოთხოვნა წაუყენა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, შესაძლებელ იქნება კრემლთან თანაშრომლობა: რუსეთმა საჰაერო დარტყმები მხოლოდ „ალ-ქაიდას“ და „ისლამური დაჯგუფების“ წინაღმდეგ უნდა განახორციელოს, სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას სამოქალაქო მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პოსტი უნდა დატოვოს.

როგორც დასავლეთის მედია საუბრობს, პუტინს ოლანდის მესამე მოთხოვნის შესრულება ყველაზე ნაკლებად აწყობს. რუსეთმა არა მარტო შეცვალა ამერიკის კოალიციის გეგმები სირიაში, არამედ ამერიკის და მისი მოკავშირეებისთვის სირიის არასაფრენი ზონები შეუვალი გახადა, ეს კი ამერიკის კოალიციისთვის კატასტროფული სიტუაციაა.

როგორც The Financial Times წერს, ამერიკის და მის კოალიციაში შემავალი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელებმა რამდენიმეთვიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება უსაფრთხო საჰაერო ზონების შესახებ, რათა ასადის რეჟიმის მხრიდან სამხრეთ და ჩრდილოეთ სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა შეეჩერებინა, პუტინმა კი ამ ყველაფერს ხელი შეუშლა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში შეიყვანა საზენიტო-სარაკეტო დანადგარები - C-300-რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ყველაფერი, გარდა ე.წ. უჩინმაჩინი თვითმფრინავებისა, რაც ამერიკის კოლიციის სამხედრო თვითმფრინავებს დიდ დარტყმას მიაყენებს.

გამოცემა ასევე აღნიშნვს, რომ გამოუყენებელი საჰაერო ზონების შექმნით, რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენის შენარჩუნებას რეგიონში და ამერიკის პოზიციების დასუსტებას. „ასადის რეჟიმის კონტროლი შენარჩუნებულ ტერიტორიებზე ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დასუსტდა, ამერიკის და კოალციიის მიერ არასაფრენი ზონების შექმნა მას იძულებულს გახდიდა მოლაპარაკებებზე წასულიყო, სამაგიეროდ კი რუსეთის კონტროლს შეასუსტებდა. ახლა კი ნებისმიერი დიპლომატიური თუ პოლიტიკური პროცესი მოსკოვის მოთხოვნების მიხედვით წარიმართება“, - წერს გამოცემა.

ზბიგნევ ბჟეზინსკი ამავე გამოცემაში ღიად მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს - იმ შემთხვევაში, თუ კიდევ გააგრძელებს ოფიციალური კრემლი მსგავს ქმედებებს, შეაჩეროს ის, რადგან რუსეთის ქმედებები რეგიონში ამერიკის დასუსტებას ემსახურება. ბჟეზინსკის აზრით, თუ ამერიკა და რუსეთი მოახერხებდნენ თავისი პოზიციების შეთანხმებას სირიაში, მაშინ შესძლებელი იქნებოდა ჩინეთთან „კონსტრუქციული თანამშრომლობის“ აწყობაც, რომელიც თავის მხრივ დაინტერესებულია ახლოაღმოსავლეთში კონფლიქტის ლოკალიზაციით და თავისი გავლენის გაზრდით. „ჩინეთს ამ შემთხვევაში ურჩევნია განზე გადგეს, რადგნ მისთვის უფრო ადვილი იქნება ნამსხვრევების შეგროვება. ამ რეგიონში ქაოსი ადვილად შეიძლება გავრცელდეს ჩრდილო-აღოსავლეთ მიმართულებით და მოიცვას ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია. ამ შემთხვევაში რთულ მდგომარეობში აღოჩნდება ჯერ რუსეთი და შემდეგ ჩინეთი, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ამერიკის მეგობრებიც. ამიტომ დადგა დრო სტრატეგიული მამაცობისა“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

აღმოჩნდება თუ არა სირია რუსეთისა და ამერიკის შერკინების ადგილი, ეს იმ შემთხვევაში გაირკვევა, რა პოზიციას დაიჭერენ ამერიკის მეგობარი ქვეყნები და მეორე მხრივ - ირანი და ჩინეთი. სანამ ჩინეთი ნამსხვრევების აკრეფას და ოლანდი სამი მოთხოვნის შესრულებას ელოდება, მანამ სირიაში ყოველდღიურად ასობით უდანაშაულო ადამიანი და ბავშვი იღუპება და ამ სისხლიან დრამას დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს.