ბრიტანულმა სააგენტო „ბრენდ ფაინანსმა“ მსოფლიოს 500 უძვირფასესი ბრენდის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
ისევე როგორც შარშან, წელსაც მასში პირველი ადგილი სუპერმარკეტების ქსელმა „უოლმარტმა“ დაიკავა – ეს ბრენდი 41,4 მილიარდ დოლარად შეფასდა.
წლევანდელ რეიტინგში კომპანია „გუგლმა“ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, მე-5-დან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, თავად ბრენდი კი 5 მილიარდი დოლარით გაძვირდა – 29,3-დან 36,2 მილიარდამდე.
„კოკა-კოლამ“ მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ბრიტანელმა ექსპერტებმა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი 34,8 მილიარდ დოლარად შეაფასეს.
ამ კომპანიების გარდა „ბრენდ ფაინანსის“ რეიტინგის პირველ ათეულში „აი-ბი-ემი“, „მაიკროსოფტი“, „ჯენერალ ელექტრიკი“, „ვოდაფონ ტელეკომსი“, „ჰულიეტ პაკარდი“ და „ტოიოტა“ მოხვდნენ. ყველაზე დიდი წინსვლა წლევანდელ რეიტინგში ესპანურმა ბანკმა „სანტანდერმა“ განიცადა, რომელმაც 41-დან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.