ვერ ხედავ, რაფერ ანეკდოტს აფუჭებ?

ვერ ხედავ, რაფერ ანეკდოტს აფუჭებ?

დღეს კვირაა და მორიგი სახალისო მასალა უნდა „მოგაწოდოთ“. გადავწყვიტე გურულების შესახებ ხალხში მოარული ანეკდოტები წარმოგიდგინოთ. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ მაინცდამაინც გურულები? მიმაჩნია რომ ამ კუთხის წარმომადგენლების სიტყვა-პასუხი განსაკუთრებული მახვილგონიერებით გამოირჩევა და ამ თვისებით გურულები საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან გამოირჩევიან.

რამდენიმე დღის განმავლობაში მასალას გულდაგულ ვაგროვებდი. აღმოვაჩინე რომ ამ თემაზე რამდენიმე ბროშურა უკვე გამოცემული ყოფილა, თუმცა გარწმუნებთ, ამ „წყაროებით“ ნამდვილად არ მისარგებლია. იმედია მკითხველი ჩემს მიერ მოწოდებულ ანეკდოტებს თბილად მიიღებს.

1. „გურულს ეკითხებიან პიანინოზე დაკვრა თუ იციო.

არ მისინჯავს, მეცოდინება ალბათო“.

2. „გურული შედის მაღაზიაში: - კილკის კონსერვი მომეცით.

- სიდოური, პორტუგალიური, ლიტვური თუ ფრანგული?

- სულ ერთია, კი არ უნდა ველაპარიკო?“

3. „გურულს თოკით ინდაური ყავს და რუსთაველზე ასეირნებს. გააჩერებს პატრული და ეტყვის:

- აქ ფრინველით სეირნობა არ შეიძლება

- რეიზა კაცო აპა მტრედები რო დადიან?

- მტრედი მშვიდობის სიმბოლოა...

- დევიჯერო ჩემ ინდოურს ომი უნდა?“

4. „გურიაში ჩატარდა კონკურსი „ყველაზე სწრაფი“. გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ იყო გამოვლენილი რომ ჯილდო უკვე გადაცემული ჰქონდათ“.

5. „გურულს ეუბნებიან

- იაპონიაში საფლავის ქვაზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს კი არ აწერენ

არამედ იმ წლებს როცა იყო ბედნიერი

- მაშინ ჩემსაზე დააწერეთ, დეიბადა მკვტარი“.

6. „აჭარელს ეკითხებიან რა განათლება გაქვსო? ორჯერ ვარ გურიაში ნამყოფიო“.

7. „ახლა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს, ჩვენ ხომ ვართ მეგობრები? – ეკითხება ერთი გურული მეორეს.

- აპა?

- შენ შეგიძლია, ჩემი გულობიზა თავი მეიკლა ჩემ მაგივრად?

- მეიცა... რავა, შენ არ გცალია თუ?“

8. „გურულს ეკითხებიან, თქვენშიო სულელს და დებილს აბდალს რო ეძახითო, ჭკვიანს როგორ მოიხსენიებ-თქო?

დაფიქრდა ეს კაციც და ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა: „მაფერი არ გვყავს ჩვენ ძამა“"

9. „გურული ქალი აჩერებს ტაქსს:

- ტაქსი ტაქსი ტაქსი ტაქსი ტაქსი

გაუჩერა ძლივს ერთმა :

- დაბრძანდით ქალბატონო.

- სა მცალია დასაჯდომად, ტაქსი ტაქსი ტაქსი ტაქსი ტაქსი“.

10.„გურულს ეკითხებიან რუსებმა რატომ არ დაგბომბეს, ედიკამ ჩაგიწყოთო?

-არა ძამა რომ გადაგვიფრინეს უკვე დაბომბილი ვეგონეთ და შევეცოდეთო“.

11. „ილარიონი შედის სახინკლეში და უკვეთავს 99 ხინკალს, ილიკო ეუბნება ბარემ 100 აიღეო.

ილარიონი ეტყვის, - ასი რა, მურადა ხო არ ვარო“.

12. „სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.

- რა უთხარი, ქალო, ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან აყვანილი რო მყავს!“

13. „გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:

- რაზე გყავს გაზრდილიო?

- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.

- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა.

მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.

- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...

- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.

მესამე კვირას იგივე გამეორდა:

- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...“

14. „ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.

- რაფერ ხარ?

- გადასარევად! შენ?

- მე გადევირიე უკვე!“

15. „გურიაში სტუმრად ჩავიდა რამოდენიმე კაცი მანქანით. ერთ-ერთ სოფელში გავლისას საბურავი გაუსკდათ. გააჩერეს მანქანანა, მოხსნეს საბურავი და ფიქრობენ სად შეიძლება შეაკეთონ. იქვე 9-10 წლის გურული ბიჭი ველოსიპედით სეირნობს:

- შვილო, ხომ არ იცი სად შეიძლება დავაწებოთ საბურავი?

- საცა გასკდა იქანე“.

16. „გურული დაიწყებს პოლიციაში მუშაობას. გადმოუღებენ ძებნილი ადამიანების სურათებს და ეტყვიან ესენი უნდა დაიჭიროო.

გურული: - თქვე ოჯახდასაქცევებო სურათებს რო უღებდით მაშინ ვერ დეიჭირეთო“.

17. „სვანი, კახელი, გურული და ერთი ესპანელი მატარებელში სხედან.

გურული გახედავს ესპანელს და ეტყვის:

- ჩაი, ძამა, მატარებლიდან, ვერ ხედავ, რაფერ ანეკდოტს აფუჭებ?“

18. „ჯანსუღ ჩარკვიანმა მოყვა სუფრაზე თამადობის დროს:

კომუნიტების დროს ჩავედით გურიაში თბილისლები გადახდილი ვილისითო.

ქორწილში ვართ დაპაიჟებული ერთერთ სოფელში, მაგრამ ზუსტი მისამართი არ ვიცით. სოფლის შესასვლელთან ყანაში ვხედავთ გურული გლეხი მუშაობსო. გავაჩერეთ მანქანა და ვეკითხები:

- ბიძია, ესადაეს პიროვნება სად ცხოვრობსო?

- ბიძია ვინ ხარ შენ, ჩამოი მანქანიდან, თქვი სალამი და მერე მკითხე რაც გინდაო - გურულმა

- ვინ ვარ და კარლ მარქსი ბიძიაო - უპასუხა ჯანსუღმა.

- კარლ მარქსი ბიძია შენისთანა აბდალი რომ ყოფილიყო რა გვიჭირდა მაშვინ ჩვენო“.