კოლუმბიაში ნარკოტიკების ლეგალიზებაზე დაფიქრდნენ

კოლუმბიაში ნარკოტიკების ლეგალიზებაზე დაფიქრდნენ

კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი მზად არის ნარკოტიკების ლეგალიზების საკითხი განიხილოს, თუკი ეს ნაბიჯი დამნაშავეობის რიცხვს შეამცირებს.

ამის შესახებ სანტოსმა პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუკი მსოფლიო ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებას გადაწყვეტს, იგი არ იქნება წინააღმდეგი. ეს მხოლოდ წაადგება სამართალდამცველებს და შეამცირებს ძალადობის ფაქტებს.