ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირდაპირ ითვალისწინებს საქმეების გონივრულ ვადებში გამოძიებას. ევროპული კონვენციის მსგავსად, გონივრულ ვადაში საქმის გამოძიებას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით კი, დღევანდელი მართლმსაჯულება ევროპულ დონეზეა და შევეგუოთ იმას, რომ პროცესები გაჭიანურებულია.
სწორედ 15 თვიანი პატიმრობის მიუხედავად, პროკურატურა აჭიანურებდა მტკიცებულებების გასაჯაროვებას თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე. შოთაძემ ამბობს, რომ პროკურატურა ამ დროის განმავლობაში განგებ იკავებდა თავს შესაბამისი განცხადებებისგან, რადგან სასამართლო გასული იყო დაკსვნით ეტაპზე.
„ჩვენს განმარტებებს შესაძლოა, მისცემოდა სასამართლოზე ზეგავლენის ნიშნების ელფერი. დღევანდელი მართლმსაჯულება ძალიან განსხვავდება იმ მართლმსაჯულებისგან, რომელსაც ყველა მიჩვეულია. ადრე მიჩვეულები ვიყავით, რომ განაჩენები ძალიან მალე დგებოდა. დღეს საქართველოს პროკურატურა სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშეა. პროცესი თანაბრობის, გამჭირვალობის პირობებში მიმდინარეობს.
თითოეულ საქმეზე საქართველოს პროკურატურას უამრავი მტკიცებულება აქვს მოპოვებული, შესაბამისად დიდი დრო სჭრდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევას. უნდა მივეჩვიოთ, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება ევრპულ დონეზეა მისული და შევეგუოთ იმას, რომ პროცესები გაჭინაურებულია, თანაც ისეთ რეზონანსულ საქმეებზე, როგორიცაა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ბრალდების საქმე“, - აცხადებს ირაკლი შოთაძე.
შეგახსენებთ, რომ რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, როგორც თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სრულად გამართლდნენ. ეს მაშინ, როდესაც 2006 წელს დედაქალაქის მთავრობამ აუქციონის წესით ე.წ. რიყის ტერიოტრია 7 მილონ დოლარად გაყიდა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ იმავე კომპანიიდან, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა, 17 მილიონად გამოისყიდა. მიუხედავად ამისა, პროკურატირის მტკიცებულება მყარი არ აღმოჩნდა სასამართლოსთვის.
თუმცა, პროკურატურას ამ განაჩენზე განსხვავებული პოზიცია აქვს და გამამართლებელ ნაწილს არ ეთანხმება. პროკურატურის მტკიცებულების საფუძველზე უგუალავასთვის ბრალის დამტკიცება მხოლოდ „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდის ნაწილში მოხდა. უგულავა არ არის ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელთა მიმართ პროკურატურას ბრალდების დადასტურება უჭირს. მეტიც, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მაღალჩინოსნები, რომლებიც საქართველოს ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, ევროპულმა სასამართლოებმა იმ მოტივით გაანთავისუფლეს საპატიმროდან, რომ საქართველოს პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ბრალდების დადასტურება. ეს კი, ექსპერტების განცხადებით პროკურატურის არაკვალიფიციურობას ადასტურებს.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, გია მეფარიშვილი ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენები არ უნდა გავიგოთ, როგორც კატასტროფა, რადგან ეს არის ნორმალური პროცესი. მისივე თქმით, წლების განმავლობაში საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მინიმალური იყო. ახლა ეს დინამიკა მზარდი გახდა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ დამოუკიდებლობის გემო იგრძნო.
„თუ დანაშაულებრივ გადაცდომასთან გვაქვს საქმე, მაშინ შეფასება უნდა მიეცეს როგორც დანაშაულს, მაგრამ თუკი შეცდომა იქნა დაშვებული გამოძიების სტადიაზე, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია. თუმცა, კრიტიკულად უნდა იქნას შეფასებული ყველა მიზეზი, რამაც განაპირობა გამამრთლებელი განაჩენის გამოტანა“, - აცხადებს გია მეფარიშვილი.
მისივე განცხადებით, საქართველოს მატერიალური-ტექნიკური ბაზა და კადრების შემადგენლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთ ან ორ თვეში გამოძიებული იქნას ტარანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულები.
„გამოძიების ეს ვადა შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ევროპული კონვენციის და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ გონივრულ ვადაში, ანუ 9 თვიან ვადაში უნდა იქნას საქმე გამოძიებული. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და უნდა მივეჩვიოთ გონივრულ ვადაში საქმის გამოძიებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილმა.
იურისტი, ლია მუხაშავირია ამბობს, რომ შოთაძის ასეთი დამოკიდებულება ადსატურებს, რომ პროკურატურას არავითარი ანგარიშვალდებულების გრძობა არ აქვს საზოგადოების წინაშე. მისივე თქმით, დღევანდელ პროკურატურას არაფერი საერთო არ აქვს ევროპული დონის პროკურატურასთან.
„ევროპულს კი არა, საბჭოთა პროკურატურასაც კი არ ჰგავს. ძალიან სამწუხაროა ბატონ შოთაძეს თუ ჰგონია, რომ იტალიური პრაქტიკის მსგავსად გაგრძელდება პროცესები საქართველოში. რაღა იტალიის მაგალითს იღებს ქართული პროკურატურა და რატომ არ იღებს სხვა იმ ქვეყნების მაგალითს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ვადები?
როგორც ჩანს, ბატონ შოთაძეს იმდენად სერიოზული გარანტიები აქვს მიღებული პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ასეთი კომენტარის გაკეთების უფლებსაც კი აძლევს თავის თავს. არც ერთი გამართული მართლმსაჯულების მქონე ქვეყანაში, პროკურატურა, რომელიც საქმეს წაიღებს სასამართლოში და იქ გამამართლებელი განაჩენი დადგება, ასე იოლად ვერ გადაურეჩება პასუხისმგებლობას“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე თქმით, სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ირაკლი შოთაძე ჯერ ისევ არის თანამდებობაზე, როდესაც პროკურატურამ სამარაცხვინოდ წააგო სასამართლოში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები.
„როდესაც ბრალდება არ დასტურდება და სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურამ წააგო საქმე, ხოლო ის პროკურორი, რომელიც ამ საქმეს მხარს უჭერდა პროცესზე, მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ბუნებრივია, რომ ასეთმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ პროკურატურა იქამდე მიიყვანა, რომ ბატონი შოთაძე თავს უფლებას აძლევს ასეთი განცხადება გააკეთოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.