ფედერერის მორიგი აღიარება

ფედერერის მორიგი აღიარება

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი ადამიანების რეიტინგში.

კვლევა, რომელიც მსოფლიოს 25 ქვეყანაში ჩატარდა და 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა, კომპანია „რეპუთეიშენ ინსთითუთის” მიერ იყო ორგანიზებული.

გამოკითხვით, ფედერერმა დანარჩენ ცნობილ სპორტსმენებს და ასევე, სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც გაუსწრო, რომელთა შორის იყვნენ: ბილ გეითსი, ელიზაბეთ მეორე, ტაიგერ ვუდსი, დევიდ ბექჰემი, ლებრონ ჯეიმსი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც კი.