„ბრალდების მთავარი მოწმე ნასამართლევია ფულის გათეთრებაზე“

„ბრალდების მთავარი მოწმე ნასამართლევია ფულის გათეთრებაზე“

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკლვევის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის არსებით განხილვაზე, ბრალდების მთავარი მოწმის, შპს „სპეცკავშირმშენის“ წარმომადგენელის, ავთანდილ ჭოლოკავას ჩვენებთ არ დადასტურდა,რომ ბრალდებულებმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა გაფლანგეს. პროკურატურის მოწმემ, რომელიც აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მომსახურებას უფასოდ სთავაზობდა, თავის დროზე მიხეილ გორბაჩოვის აგარაკი უზრუნველყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და ეს მომსახურება კგბ-ს მეცხრე სამმართველომ ჩაიბარა.

for.ge-სთან საუბრისას ბრალდებულების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ჭოლოკავამ, სასამართლოს მოუთხრო თუ როგორ სთავაზობდა თავდაცვის სამინისტროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით მომსახურებას უფასოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგისტრალი თავად მის კომპანიას 80-100 მილიონი უჯდებოდა და ამ თანხას ინვესტორისგან ელოდებოდა. თუმცა ჭოლოკავამ ვერ დაასახელა კონკრეტული ინვესტორი.

ჭოლოკავამ, ბრალდების მხარის მტკიცებით, თავის დროზე, თავდაცვის სამინისტროს ამ მაგისტრალში რამდენიმე წვერის გამოყენება შესთავაზა; შემდეგ გაირკვა, რომ მოწმეს ოფიცალურად არ მიუმართავს წერილობით სამინისტროსთვის. შეგიძლიათ აგვიხსნათ, ვინ არის და რას წარმოადგენს პროკურატურის მთავარი მოწმე?

-ბრალდების მთავარი მოწმე ნასამართლევია ფულის გათეთრებაზე; ბრალდება, რომელიც თავის დროზე დაუმტკიცდა, ეხებოდა სწორედ თვდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობას. მისი ჩვენება არ შეესაბამება საქმის მასალებს. თუმცა, ჩემდა გასაოცრად პროკურორი ცდილობს, თეთრი შავად წარმოაჩინოს და მდგომარება დახატოს ისე, რომ თითქოსდა, ბატონი ჭოლოკავას ჩვენება ადასტურებს ბრალდებულთა მიერ თანხის გაფლანგვას.

ჭოლოკოვას ჩვენებას არავითარი კავშირი არ აქვს თანხის გაფლანგვასთან და მისი ჩვენებიდან არანაირად არ დასტურდება, ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა. როგორც ჭოლოკავა საკუთარ ჩვენებაში ამბობს, 2013 წლის ივნისში  დაუკავშირდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და სთხოვა შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან.

ეს შეხვედრა შედგა?

-შეხვედრა შედგა, ირაკლი ალასანია და ირაკლი სესიაშვილი შეხვდნენ ბატონ ჭოლოკავას. თუმცა, როგორც მისი ჩვენებით გაირკვა, ის არ მოქმედება თავისი კომპანიის სახელით. მას ერთ-ერთი კომპანია სთხოვდა გაერკვია კონკრეტული საკითხები.

რა საკითხები უნდა გაერკვია ჭოლოკავას თავდაცვის მინისტრთან?

-საქმე ეხებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების გაყვანის ნებერათვას, შემდეგ ყველა შესაბამის უწყებაში უნდა გაერკვია ეს საკითხი. თითქოსდა, ამ მაგისტრალს აშენებდა რომელიღაც კომპანია, თუმცა, რომელი კომპანიაა - ეს არ ირკვევა.

ჭოლოკავა უთითებს „სუპერ-ტივზე“, მაგრამ კომპანიის წარმომადგენელს არ აკონკრეტებს. აბსოლუტურად სხვა, უცხოურ კომპანიებზეა საუბარი.

საოცარი ის გახლვათ, რომ  ბატონ ჭოლოკავას არცერთი განცხადება არ შეუტანია თავდაცვის მინისტრის სახელზე. არსებობს მხოლოდ მის მიერ ცალმხრივად შედგენილი მემორანდუმი, რომელშიც მითითებული არ არის ციფრი, არც კომპანიის დასახელება, არც თარიღი - საერთოდ არაფერი წერია.

ადამიანი არ წარმოადგენს არავითარ ოფიციალურ მემორანდუმს, მოქმედებს როგორც შუამავალი, არ იცის, რამდენად რეალურია გეგმა და ვინ არის ინვესტორი - გამოდის, რომ მას ჰქონდა კონკრეტული დავალება?

-როგორც ამბობს, მას მაგისტრალი უნდა მიეყვანა რუსეთის საზღვრამდე. როდესაც ვკითხეთ, ობტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის რუსეთის საზღვრამდე გაყვანა რამდენად არის უსაფრთხო - განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის, 2008 წლის ომის შემდეგ. ის ამბობს, რომ გამოცდილება აქვს - გორბაჩოვის აგარაკზე კავშირგაბმულობა ჩემი გაყვანილიაო.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, რასაც ბრალდებულებს ედავებიან, განაცხადა, რომ არ დასწრებია შერჩევის პროცესს, რომელიც 2013 წლის სექტემბერში გაიმართა. გაუშვა თავისი თანამშრომელი, რომელსაც შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით არავითარი პროტესტი არ გამოუთქვამს. როგორც თვითონ ამბობს, თავდაცვის სამინისტროსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

სხვათა შორის, მან ყველაზე ძვირად შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს მომსახურება; როდესაც ვკითხეთ, რატომ გააკეთა ასეთი შეთავაზება, გვიპასუხა - ვიცოდი, თავდაცვის სამინისტრო არ მოიწონებდაო.

რისთვის დასჭირდა პროკურატურას ასეთი მოწმის მოყვანა სასამართლოზე?

-პროკურატურას არ აქვს არავითარი არგუმენტი; მოწმე, რომელიც მოიყვანა არავითარ საწინააღმდეგოს არ ამბობს. მის მიერ წარდგენილ მემორანდუმზე დათანხმება იქნებოდა სახელმწიფო დანაშაული, ეს იქნებოდა სწორედ თანამდებობის ბოროტად გამოყენება ნებისმიერი იმ პირის მიერ, რომელიც ამ მემორანდუმზე მოაწერდა ხელს.

რაცშეეხება იმ განცხადებას, რომ ჭოლოკავას მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის შეთავაზებულ მაგისტრალს რუსეთის ფედერაციის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაევლო, პროკურატურა ამბობს, რომ ეს ადვოკატების ფანტაზია, რადგან მოწმემ ცალსახად აღნიშნა, რომ მაგისტრალი უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე...

-მემორანდუმში, რომელიც ჭოლოკავამ წარმოადგინა, გარკვევით წერია საქართველო-რუსეთი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რუსეთში გადავიდა, მაგრამ მიდიოდა რუსეთის საზღვართან. ბატონმა ჭოლოკავამ ასევე გააკეთა განცხადება, რომ ის არასოდეს არ ყოფილა მაგისტრალის მომსახურებით დაკავებული და ეს თემა მისთვის უცნობია. ასე რომ, ბატონი ჭოლოკავას ჩვენება დაცვის მხარისთვის სასარგებლოა.

პროკურორ ზვიად გუბელაძის  მოქმედების გეგმა არის საზოგადოების დეზინფორმირება. მტკიცებულება არ გააჩნიათ და დარჩათ ერთი გზა - მოახდინონ სიცრუის ტირაჟირება.

ადამიანები აღდგენილი არიან სამსახურში, პროკურატურა ვერ ამტკიცებს მათ ბრალეულობას, მოჰყავთ მოწმე, რომელიც ბრალდების საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა; როგორ ფიქრობთ, პროკურატურა იტყვის, რომ ამ ადამიანებს დანაშაული არ ჩაუდენიათ?

-სურათი ნათელია. პროკურატურის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ არ უნდათ სიმართლის აღიარება. საერთოდ არასწორად ესმით რას ნიშნავს მუნდირის ღირსება. მათ არ აქვთ არგუმენტი, ამიტომ ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია. პროკურატურის მთელი ენერგია გადატანილია იმისკენ, რომ ეს ადამიანები დააბრუნონ ციხეში. მათ არავითარი დანაშაული არ აქვთ ჩადენილი და პროკურატურამ ეს უნდა აღიაროს.

გარდა ამისა, იცით, რომ ირაკლი ალასანიას დაკითხვის მოტივით პროკურატურამ წინასასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადადო, მაგრამ მათ ირაკლი ალასანია მოწმეთა სიაში არ ჩასვეს. მათ რომ ჰქონოდათ შეკითხვა ალასანიასთან, ამ შეკითხვას აუცილებლად დაუსვამდნენ. მაგრამ არ აქვთ კითხვა.