აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება

აშშ-ში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება

ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ახალ სამუშაოზე აყვანილი ამერიკელების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ.

მიმდინარე წელს ამერიკაში უკვე 36 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, რომელიც ამერიკის დიდ ნაწილს დაატყდა თავს. მიუხედავად ყველაფრისა, უმუშევრობის დონის შემცირება უკვე იქცა შეუქცევად ტენდენციად. მცირდება ნაწილობრივად დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უმუშევრობასთან ბრძოლა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა.

2015 წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა 50 მილიარდდოლარიანი ინფრასტრუქტურული პროექტები შექმნა, რომელმაც შრომის ბაზარზე დადებითად უნდა იმოქმედოს.