„ინგა გრიგოლია გუშინწინდელი დღეა, იმედია, რომ ეს დღე ერთხელ და სამუდამოდ წარსულ ჩაბარდა“, - ასე პასუხობს, რეჟისორი გოგა ხაინდრავა გავრცელებულ ინფორმაციას, ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლისგან მოითხოვა და ამ მიზნით ის ლონდონში იმყოფებოდა.
რა კავშირი აქვს „იმედში“ განვითარებულ მოვლენებთან და რატომ თვლის, რომ „რეაქცია“ უნდა დახურულიყო, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გოგა ხაინდრავას ესაუბრა.
გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, თქვენ ლონდონში შეხვდით ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს და მისგან მოითხოვეთ ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვა. ბატონო გოგა, რა კავშირი გაქვთ ამ გადაცემის დახურვასთან?
გოგა ხანდრავა: ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც გაბუნია და „რუსთავი 2“ არის სიცრუე. არაფერი სერთო არ მქონია პატაკაციშვილის მეუღლესთან. 2 თუ 3 წელია ინგლისში არ ვყოფილვარ. მით უფრო, ინგა გრიგოლიას გულისთვის არა თუ ლონდონში არ წავიდოდი, არამედ ზედმეტად საპირფარეშოშიც არ წავალ. აბსოლუტურად არ მაინტერესებს არც ინგა გრიგოლია და არც მისი გადაცემა. მით უფრო გაბუნიაზე და „რუსთავი 2“-ზე ლაპარაკი ზედმეტია.
„რუსთავი 2“ წლების განმავლოვაში იყო და არის საროსკიპო დაწესებულება. საროსკიპო არის ის ადგილი, სადაც ადამიანების ვნებებს გარკვეული ანაზღაურების საფასურად აკმაყოფილებენ და დიახ, „რუსთავი 2“-ში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ხდება სააკაშვილის ვნებების დაკმაყოფილება. ამ საროსკიპოს მთავარი ხელმძღვანელი არის ნიკა გვარამია, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საროსკიპოს იცავს, იცავს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მეძავებს. იმას, რასაც ეს დაწესებულება აკეთებს, ამას ჟურნალისტიკა არ ჰქვია, ეს ხალხი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ვნებებს აკმაყოფილებენ. ეს ტელევიზია ეკუთვნის სააკაშვილს და ისე მოიხმარს, როგორც უნდა. სააკაშვილის მოხმარებული დაწესებულება წამლავს მთელს ქართულ საზოგადოებას.
თქვენ ამბობთ, რომ არ ყოფილხართ ლონდონში, თუმცა, ინგა გრიგოლიას განცხადებით, მისი გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება ზღვისპირა ქალაქში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, ის ასახელებს ივანიშვილს, თუმცა, გაჟღერდა თქვენი გვარიც, იყავით ივანიშვილთან გამართულ მოლაპარაკებაში ჩართული?
- ძალიან სასაცილოა, რომ გრიგოლიას გადაცემის დახურვაზე გადაწყვეტილება თურმე ივანიშვილმა მიიღო. როდესაც მიხვდნენ რა სასაცილო განცხადებებიც გააკეთეს, იპოვეს ხანიდრავა, ვისაც უნდათ მიაბან თავისი უმსგავსობა, მაგრამ ეს არანაირად არ გამოვა. იმიტომ, რომ არანაირი კავშირი ამასთან არ მაქვს, რაც მთავარია, ეს თვითონაც მშვენივრად იციან.
როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო „იმედმა“, როდესაც არხზე დახურა ორი პოლიტიკური თოქ-შოუ?
- ჩემი აზრით გრიგოლიას გადაცემა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ეთერში. არ ვფიქრობ, რომ სტუდიიდან საზოგადოების წყევლა საუკეთესო ფორმა იყოს. ინგა გრიგოლია გუშინწინდელი დღეა, იმედია, რომ ეს დღე ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
ამბობენ, რომ გრიგოლიას „რეაქცია“ „რუსთავი 2“-ზე გავა. თავად გრიგოლია კი ამბობს, რომ ხაინდავასთვის საწყენი იქნება, მაგრამ 2 თვეში ისევ დავბურნდები ეთერშიო...
- ნუ, ჯერ ხომ აქამდე ისეთი დარდიანი ვიყავი, რომ ღიმილი არ მეკარებოდა, ახლა, მითუმეტეს, როგორი განცდები დამეუფლება. ერთი მსოფლმხედველობის ხალხია, ყოველთვის ერთი ბატონის მსახურები იყვნენ და ახლაც ასე რჩებიან. რაც უფრო სწრაფად მოიყრიან ერთად თავს და ჩასხდებიან იმ ერთ ნავში, რომელშიც ყოველთვის იყვნენ, მით უკეთესი.
ესენი ყოველთვის ერთი გუნდი იყვნენ. ძალიან მაგარი მახსოვრობა მაქვს, ისეთი მაგარი მახსოვრობა მაქვს, რომ მაგათ ვერც კი წარმოუდგენიათ, ყველაფერი მახსოვს, ჩემიც და მაგათიც. ასე რომ, გრიგოლიამ იქნებ, თვითონ გაიხსენოს რა შეიძლება მახსოვდეს მასთან მიმართებაში.