გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი  დაკრძალვას ჯინო პარადაისში ესწრება???!!!

გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი დაკრძალვას ჯინო პარადაისში ესწრება???!!!

2015 წლის 09 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მორიგ პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატებს უნდა წარმოეთქვათ დასკვნითი სიტყვა, რაზედაც სხვადასხვა მიზეზით დაახლოებით 3 თვის განმავლობაში 8 ჯერ თქვეს უარი. პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას მე-6 ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ქმედებებს "მასხარაობა" უწოდა და ადვოკატი 500 ლარით დააჯარიმა. ამის მოტივი გახდა ის, რომ გიორგი კონდახიშვილი 9 სექტემბრის პროცესზე არ გამოცხადდა და სასამართლოს გაუგზავნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე უნდა იყოს და ამ მოტივით დღეს ვერ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე.
 
"ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებები. 10 სექტემბერს თუ ბათუმში უნდა იყოს, 9-ში რატომ ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოსვლას. ეს არის მასხარაობა და არასერიოზული დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ შეგნებულად ხდება პროცესების გაჭიანურება. ყველანაირი ხრიკებს მიმართავს დაცვის მხარე. მიმაჩნია, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნას მიჩნეული სასამართლოს მიერ. ეს არის სასამართლოს მასხრად აგდება და არ ვაპირებ, ვინმეს მასხრად ავაგდებინო თავი. ეს საქციელი არასაპატიოდ იქნეს მიჩნეული და ადვოკატი დაჯარიმდეს 500 ლარით", - განაცხადა მოსამართლემ.
 
საინტერესო ფაქტია, რომ ჩვენს მიერ მოძიებული იქნა ფოტოები, რომლებიც ადასტურებს რომ გიორგი კონდახიშვილი 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე დასწრების ნაცვლად, დროს ჯინო პარადაისში ოჯახთან ერთად გართობაში და გარუჯვაში ატარებს, სადაც სავარაუდოდ ოჯახის წევრის დაბადების დღეს აღნიშნავს. 
 
საინტერესოა სადამდე წავა ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის ფანტაზია 11 სექტემბრის პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზის მოსაგონებლად და სასამართლოს მოსატყუებლად?!!