დენის როდმანის წიგნები – ბავშვებს

დენის როდმანის წიგნები – ბავშვებს

სკანდალური დენის როდმანი საბავშვო წიგნების გამოცემით დაინტერესდა და წლის ბოლოსთვის მისი საბავშვო ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია შედგება. წიგნის სახელწოდება იქნება „დენისი – ველური ხარი”.

ამ წიგნის მეშვეობით, როდმანი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბავშვებს გაანდობს საჭირო რჩევებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუთმენლად ელიან როდმანის საბავშვო წიგნს, რადგან, ექსცენტრიკული კალათბურთელისგან მსგავსი ინიციატივა მოულოდნელი იყო.

მთელი კარიერის განმავლობაში როდმანი სკანდალურობით გამოირჩეოდა როგორც სათამაშო მოედანზე, ისე მის გარეთ. ამასთან, მას წარმატებული კინოკარიერაც ჰქონდა და სხვადასხვა ტელეშოუშიც კი იღებდა მონაწილეობას.