შარაპოვა ძვირად ღირებულთა შორისაა

შარაპოვა ძვირად ღირებულთა შორისაა

ჩოგბურთის რუსი ვარსკვლავის, მარია შარაპოვას სახელი „ფორბსის” მიერ შედგენილ სპორტში ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს შორის მოხვდა.

მსოფლიოს სპორტის სახელების ბრენდებს შორის შარაპოვა მერვე პოზიციაზე იმყოფება და მისი სახელის ფასი ჟურნალმა 9 მილიონ დოლარად შეაფასა.

გარდა შარაპოვასი, რეიტინგში მოხვდნენ მეგოლფე ტაიგერ ვუდსი (55 მილიონი), როჯერ ფედერერი (29 მილიონი) და დევიდ ბექჰემი (20 მილიონი).

კლუბების სახელებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულად „ფორბსმა” ამერიკული ბეისბოლის კლუბი – „ნიუ-იორკ იანკიზი” დაასახელა 340 მილიონი დოლარით, მას კუდში მისდევს „მანჩესტერ იუნაიტედი” 269 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე მადრიდული სამეფო კლუბი „რეალი” – 264 მილიონი დოლარით.