ჰოლივუდელების პირველი შრომის წიგნაკები

ჰოლივუდელების პირველი შრომის წიგნაკები

კლინტ ისტვუდი ახალგაზრდობაში აუზებს წმენდდა და მეხანძრეც იყო. ორივე საქმე ძალიან კარგად გამოსდიოდა.

ჯენიფერ ენისტონმა თავისი „შრომის წიგნაკი“ ნიუ-იორკის ერთ-ერთ პატარა სასადილოში გახსნა – მიმტანის ამპლუაში.

კვენტინ ტარანტინო – მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი, კინოთეატრში კონტროლიორად მუშაობდა და ურჩ მაყურებელთან ჩხუბიც მოსდიოდა.

ჯიმ კერი ჯერ ისევ სკოლაში დადიოდა, როცა სასარგებლო შრომა დაიწყო. თავდაპირველად, დამლაგებლად მუშაობდა, შემდეგ კი საბურავების ქარხნის, დაცვის სამსახურში.

იმისთვის, რომ სააქტიორო კურსებზე სწავლის ფული მოეგროვებინა, ჯულია რობერტსი ნაყინს ყიდდა. მერე „მაკდონალდსის“ ოფიციანტადაც მუშაობდა.