2016 წელს ქართულ-ამერიკული წვრთნები ჩატარდება. ერთობლივი წვრთნების ამოცანაა, რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამერიკული სამხედრო ტექნიკის და ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე გამომგზავრების ადგილიდან. როგორც ცნობილია 2016 წელს, ისევე, როგორც 2015 წელს ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის გადმოსხმა მოხდება შავი ზღვით, ბულგარეთიდან.
ქართულ-ამერიკული სწავლების საკითხები განიხილეს თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში ვიზიტად მყოფმა, აშშ-ევროპის არმიის სარდალმა, ბენ ჰოტჯესმა. ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საქართველო როგორც ევროპის ნაწილი, არის ნაწილი იმ ტერიტორიის, სადაც უნდათ ნახონ სტაბილურობა და უსაფრთხოება. როგორც ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, ამერიკა უფრო მეტი სამხედროს გამოგზავნის შესაძლებლობას განიხილავს მომავალ წელს დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში.
„საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა დაფუძნებულია ნდობაზე, ერაყსა და ავღანეთში ერთობლივ სამსახურზე, ასე რომ, ეს უფრო მეტია, ვიდრე პარტნიორობა. სწორედ ეს არის ჩემი ვიზიტის მიზეზი ნაწილობრივ. მომავალ წელს დაგეგმილ წვრთნებზე ჩვენს მონაწილეობას გავზრდით, განვიხილავთ უფრო მეტი სამხედროს გამოგზავნის შესაძლებლობას, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ქართველი მეთაურის ბრძანებები შეასრულონ, რაც, რა თქმა უნდა, ნდობის დემონსტრირებაა“, - აღნიშნა ბენ ჰოტჯესმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ფრაზა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მრავლისმთქმელი იყო.
ხიდაშელის თქმით, ბენ ჰოდჯესთან შეხვედრაზე 2016 წლისთვის დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სწავლების საკითხები განიხილეს. თუმცა, არ ელოდა, რომ რაც ითქვა დახურულ შეხვედრაზე, ბენ ჰოტჯესი საჯაროდაც გაიმეორებდა, რაც, მინისტრის თქმით, ძალიან სასიამოვნოა.
„ჩემთვის,როგორც თავდაცვის მინისტრისთვის,ძალიან საინტერესო იყო გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა, მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, პირველ რიგში, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად,სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით თქვა, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული.
ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრისმთქმელი და მანიშნებელია. ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრ საინტერესო ნიუანსს შეეხო - დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ქართულ-ამერიკული წვრთნების ჩატარებას, რომლის ამოცანა იქნება, ამერიკული სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსხმის სისწრაფის გამოცდა, თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვასილ კაჭარავა ძალზე სერიოზულ ნაბიჯად აფასებს ქართულ-ამერიკულ სამხედრო და პოლიტიკურ თანამშრომლობაში.
„ნებისმიერმა პოტენციალურმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მოკავშირე რეალურად მზად არის, გვერდში დაგვიდგეს და ის ხარვეზები, რომელიც საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში იყო 2008 წელს არ განმეორდება. არსებობს მოსაზრება რომ დახმარება ნაკლებად ეფექტური იყო. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფატქია, რომ სწორედ ამ დახმარებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი კონფლიქტის შეჩერებაში.
ძალიან სერიოზული განაცხადია - ასეთი სერიოზული დატირთვის მატარებელი მენევრები მგონია, რომ ჯერ არ ყოფილა. ეს, რასაკვირველია, ჩვენი მეზობლისგან შეფასდება, როგორც დიდი პროვოკაცია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათი საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის.
ყველა ქვეყნის მთავრობას აქვს არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება. ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ქართულ-ამერიკულ სამხედრო და პოლიტიკურ თანამშრომლობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ კაჭარავა.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ღრამვდება საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა; რაც დასტურდება იმითაც, რომ 2015 წელს ჩატარებული წვრთნები, რომელიც ადრე ორმხრივი წვრთნების სახელწოდებას ატარებდა, ტრასფორმირდა ნატო-ს საწვრთნელ ღონისძიებად - მასში მონაწილეობდნენ როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე წარმოდგენილი იყო აშშ ძალიან სერიოზული დაჯავშნული სამხედრო ტექტნიკით.
„ვიცით, ამ წვრთნების ერთ-ერთი მიზანი იყო თავდაცვითი ოპერაციების კუთხით ურთიერთქმედების ამაღლება. საჭიროების შემთხვევაში ორმხრივი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა კონკრეტული ოპერაციის განხორციელებისთვის.
რაც შეეხება ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებას, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი, რომ ამერიკის მხრიდან უკვე არის მზაობა ქართულ მხარესთან გაძლიერდეს სამხედრო თანამშრომლობა. საუბარია თავდაცით ოპერაციაზე და ამ კუთხით, შესაბამისი წვრთნების და მომზადების უზრუნველყოფაზე.
ნატოს და ამერიკის ძალიან ახლო პარტნიორია საქართველო, აქედან გამომდინარე, სწორედ, რომ მსგავი სახის ერთობლივი წვრთნები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ დასაველთისა და აშშ-სთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც არ ცვლის თავის ევროატლანტიკურ კურსს.
„ამერიკელი მაღალჩინოსნებო ჰაერში არ ისვრიან ხოლმე ფრაზებს, რომელზეც თავად აგებენ პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ ყოფილა ექსპრომტი. ჩვენ უკვე ვართ ცივილიზებული სივრცის ნაწილი. მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული საკუთარი გეოპოლიტუკური მისწრაფებები. ამდენად, მხოლოდ ჩვენი გონივრული და შეთანხემბული ნაბიჯებით შევძლებთ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ამ ხელისუფლების მიერ.
დადგა დრო, როდესაც ამერიკა ფხიზლდება. წარსულს ჩაბარდება ის სიმბოლური სანქციები და იქნება უფრო მკაცრი შეზღუდვები რუსეთის მიმართ, რადგან საერთაშორისო სივრცეში მატულობს პუტინის თავხედობა. ბოლოსდაბოლოს, მიხვდნენ თეთრ სახლში, რომ რუსეთი ყველაფრის ჩამდენია, თუ მას სერიოზული წინააღმდეგობა არ ექნება საკუთარი სუვრილების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.